ევროლიგის ხელმძღვანელობამ ოფიციალურად დაამტკიცა "ბებერი კონტინენტის" მთავარი საკლუბო ტურნირის ფორმატის შეცვლა
ევროლიგის ხელმძღვანელობამ ოფიციალურად დაამტკიცა "ბებერი კონტინენტის" მთავარი საკლუბო ტურნირის ფორმატის შეცვლა.

ცვლილებები ძალაში მომავალი სეზონიდან შევა. როგორც მოსალოდნელი იყო, მთავარი ცვლილება მეორე ჯგუფურ ეტაპს (TOP16) შეეხო: ამიერიდან ამ ეტაპზე 16 გუნდი არა ოთხ, არამედ ორ ჯგუფად დაიყოფა. ჯგუფებში ორწრიანი ტურნირი ჩატარდება.

შესაბამისად, ყოველი მონაწილისთვის მატჩების რაოდენობა 6-დან 14-მდე გაიზრდება, ხოლო ევროლიგის ფინალისტთა მატჩების საერთო რიცხვი 29-დან 31-მდე იქნება, იმ დროს, როცა ძველი რიცხვი 21-დან 23 მატჩამდე მერყებოდა. გარდა ამისა, ახალი სეზონიდან უქმდება TOP16-ის კენჭისყრა - ორივე ჯგუფის შემადგენლობა ავტომატურად დაკომპლექტდება - პირველ ჯგუფურ ეტაპზე გუნდების მიერ დაკავებული ადგილების მიხედვით.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება კვალიფიკაციას შეეხება: მისი მონაწილეების რიცხვი 16-დან რვამდე შემცირდა. ეს გუნდები "რვათა ფინალის" ფორმატით გაითამაშებენ ძირითად ბადეში დარჩენილ ერთადერთ ვაკანტურ ადგილს. ასე რომ, ევროლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირდაპირ მოხვდება არა 22, არამედ 23 გუნდი.

დანარჩენი სტადიების ფორმატი უცვლელი რჩება: პირველი ჯგუფური ეტაპი - 4 ექვსგუნდიანი ჯგუფი; პლეი ოფი - სამ მოგებამდე; "ოთხთა ფინალი" - ნახევარფინალი, მე-3 ადგილისთვის და ფინალი.

2012-13 წლების სეზონში ოფიციალურ სათამაშო დღეებად ხუთშაბათი და პარასკევი დაასახელეს. ეს იმ მიზნით გაკეთდა, რომ არ დაემთხვეს ევროლიგის საკალათბურთო მატჩები ფეხბურთში ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა