"დაუგავას" ბომბარდირს კარიერის გაგრძელება ან ისევ ლატვიაში მოუწევს, ან შესაძლოა, საქართველოში გამობრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - მამუკა ღონღაძის გამოცხადებული ტრანსფერი ლუგანსკის "ზარიაში" ჩაიშალა.

21 გოლით ლატვიური ვირსლიგის ბომბარდირთა დავაში მეორე პოზიციაზე გასული "დაუგავას" თავდამსხმელი იქაურმა გამოცემა "სპორტცენტრმა" წლის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა, ლატვიის ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა საბჭომ კი სეზონის 22 გამორჩეულ მოთამაშეს შორის ქართველი საუკეთესო მარჯვენა თავდამსხმელად აღიარა.

სეზონის დასრულების შემდეგ თავდამსხმელით უკრაინის პრემიერლიგის სამი კლუბი დაინტერესდა - კრივოი როგის "კრივბასი", ლუგანსკის "ზარია" და ლვოვის "კარპატი". საბოლოოდ, დეკემბერში 26 წლის თავდამსხმელი "ზარიაში" მიიწვიეს, იქ ივარჯიშა კიდეც და შევიტყვეთ, რომ იანვრის დასაწყისში კონტრაქტს გააფორმებდა. ამის თაობაზე ფეხბურთელის მენეჯერსა და ლუგანსკელთა ხელმძღვანელობას შორის სიტყვიერი შეთანხმება არსებობდა.

"მამუკა ლუგანსკის "ზარიაში" ითამაშებს. ყველა პრობლემა მოგვარდა, წინასწარი შეთანხმება მიღწეულია, "ზარიამ" დაუგავპილსელებისგან კონტრაქტი უნდა გამოისყიდოს და მამუკა "ზარიასთან" 9 იანვარს ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს", - გვითხრა დეკემბერში დალიბორ ლაცინას სამენეჯერო კომპანიის წარმომადგენელმა სერგო ქუთათელაძემ და დაამატა, რომ ფეხბურთელი "ზარიას" ნომერზეც შეუთანხმდა - მამუკას 33 სურდა, რადგან "დაუგავაშიც" ამ ნომრით თამაშობდა, მაგრამ ეს ნომერი "დაკავებული" აღმოჩნდა და 23 აირჩიაო.

ტრანსფერზე ლატვიური ინტერნეტგაზეთი "დელფიც" წერდა, მაგრამ "ზარიას" პრესსამსახურმა მედიაში გავრცელებული ინფორმაციები უარყო, ფეხბურთელი ჯერჯერობით მხოლოდ ისინჯებაო.

გუშინ კი შევიტყვეთ, რომ უკრაინელებმა სიტყვიერი შეთანხმების შესრულება აღარ ისურვეს, ბრაზილიელი თავდამსხმელის აყვანა გადაწყვიტეს და ღონღაძეს ან ისევ ლატვიაში დაბრუნება მოუწევს, ან შესაძლოა, საქართველოში გამობრუნდეს.

მისით დაინტერესებულები იყვნენ ქუთაისის "ტორპედო" და თბილისის "დინამო", მაგრამ როდესაც უკრაინულ კლუბში მისი ჩარიცხვა გამოცხადდა, ისინიც გაჩერდნენ.

უცნობია, გაზაფხულიდან რომელი გუნდის ფორმას მოირგებს "კანუ", საამისოდ დაინტერესებულ კლუბს "დაუგავასგან" მისი ტრანსფერის გამოსყიდვა მოუწევს.

მამუკამ ხომ უცნაური პრობლემები თავად შეიქმნა: ხელშეკრულების გაფორმებისას უყურადღებობა ძვირად დაუჯდა - რომ ეგონა, "დაუგავას" ერთწლიან კონტრაქტზე მოუწერა ხელი, ქაღალდებში ორი წელი ჩაუწერეს. ამიტომაც ახლა ლატვიელები მასში 100 ათას დოლარს ითხოვენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა