ელიტურ, პირველ დივიზიონში მოასპარეზე "ბრივის" ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, ფედერალ 1 დივიზიონში მოასპარეზე "ლომოჟთან" გაერთიანდნენ
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მოასპარეზე დავით ხინჩაგიშვილის, ვასილ კაკოვინისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივის" ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, ფედერალ 1 დივიზიონში მოასპარეზე "ლომოჟთან" გაერთიანდნენ.

ამ თემაზე საუბარი, უფრო მეტიც, აქტიური მუშაობა ერთ წელიწადზე მეტია მიმდინარეობს. მიზანი, რაგბის რეგიონალურ პრინციპებზე გადაყვანაა, ისევე, როგორც ეს სამხრეთ ნახევარსფეროს ქვეყნებსა და ბრიტანეთშია.

აღსანიშნავია, რომ "ბრივთან" გაერთიანება, არ ნიშნავს "ლიმოჟის" გაუქმებას. უბრალოდ, ამ ორი კლუბის მართვა ცენტრალიზებულად მოხდება და გადაწყვეტილებებს საერთო ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებენ.

საინტერესოა, რომ ყოველივე ამას ხელმძღვანელობს, საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი პიერ ვილიპრე, რომელიც ერთი ხანობა IRB-ში ევროპული რაგბის, FIRA AER-ის წარმომადგენელი იყო. ვილიპრეს სარაგბო კარიერა სწორედ "ბრივში" დაიწყო და ამჟამად ლიმოჟში ცხოვრობს.

გაერთიანებისას შეიქმნება ეკონომიკური მოდელი, რომელიც გამორიცხული არ არის, რომ სამაგალითოდ განზოგადდეს სხვა რეგიონებისთვის.

პროექტის მიხედვით პირველ წელიწადს "ლიმოჟი" ბრიველთა ბიუჯეტში ორ მილიონ ევროს შეიტანს. ეს, ცხადია, "ბრივის" ბიუჯეტს გაზრდის, რომელიც ამჟამად 13 მილონ 600 ათასი ევროა.

აღსანიშნავია, რომ "ლიმოჟის" ხელმძღვანელებს განზრახული აქვთ სტადიონის რეკონსტრუქცია და სამი წლის შემდეგ სტადიონის ტევადობა 20 ათას მაყურებლამდე გაიზრდება.

შეგახსნებთ, რომ ქართველ მორაგებთა გუნდი "ბრივი" ელიტურ, პირველ დივიზიონში 15 ტურის შემდეგ 24 ქულით მე-11 ადგილზეა და საუკეთესოთა შორის ადგილის შენარჩნებისთვის იბრძვის.

"ლიმოჟი" კი, რომელიც ფედერალ 1 დივიზიონის D ჯგუფში ასპარეზობს, 9 ტურის შემდეგ 28 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ "ტიროსს" ოთხი ქულით ჩამორჩება. შესაბამისად, ლიმოჟელებს პლეი ოფში მოხვედრისა და იქ წარმატებულად თამაშის შემთხვევაში, ელიტურ, მეორე დივიზიონში გადასვლის კარგი შანსი აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა