დაკარის ავტომარათონში გამარჯვება ლეგენდარულმა ფრანგმა რალისტმა სტეფან პეტერანსელმა პრაქტიკულად გაინაღდა
დაკარის ავტომარათონში პრაქტიკულად გაინაღდა გამარჯვება ლეგენდარულმა ფრანგმა რალისტმა სტეფან პეტერანსელმა. მე-11 ეტაპზე დაკარის ცხრაგზის ჩემპიონი პირველი მივიდა ფინიშთან და თითქმის ოთხი წუთი მოუგო ესპანელ ხუან რომას, რომელიც მისი უახლოესი მდევარი გახლავთ.

ახლა პეტერანსელი საერთო ჩათვლაში 22 წუთით უგებს რომას, ხოლო რალი-რეიდის დასრულებამდე მხოლოდ ორი ეტაპია დარჩენილი.

ცუდი დღე ჰქონდა გამარჯვების კიდევ ერთ პრეტენდენტს - "ჰამერით" მოასპარეზე რობი გორდონს. მის მანქანას ტექნიკური პრობლემები შეექმნა და ამის გამო ამერიკელმა თითქმის ორი საათი წააგო პეტერანსელთან. ამით გორდონმა დაკარგა ადგილი პირველი სამუელში, ხოლო ჩამორჩენა გენერალურ კლასიფიკაციაში 2 საათზე მეტს შეადგენს. გორდონის ჩავარდნით კარგად ისარგებლა სამხრეთ აფრიკელმა ჟინიელ დე ვილიერსმა, რომელიც გენერალურ კლასიფიკაციაში მესამე ადგილზე გადავიდა.

საერთო ჩათვლა

1. სტეფან პეტერანსელი (Mini) - 32.38,05; 2. ხოან რომა (Mini) - +22,49; 3. ჟინიელ დე ვილიერსი (Toyota) - +1.11,01; 4. რობი გორდონი (Hummer) - +2.10,31; 5. ლეონიდ ნოვიცკი (Mini) - +2.11,10; 6. ლუსიო ალვარესი (Toyota) - +3.53,51...

სერიოზული განაცხადი გააკეთა მოტომრბოლთა კლასში გამარჯვებაზე ფრანგმა სირილ დეპრემ. როგორც იცით, მე-11 ეტაპის წინ ის მხოლოდ 21 წამს უგებდა ესპანელ მარკ კომას, მაგრამ ამჯერად დეპრემ შესანიშნავად განვლო მთელი დისტანცია, პირველი მივიდა ფინიშთან და თან ორ წუთზე მეტი მოუგო მთავარ კონკურენტს.

ფრანგის ეს წარმატება იმაში მდგომარეობდა, რომ მას მეტოქის კვალდაკვალ შეეძლო სვლა და ამის გამო დრო არ დაუკარგავს ეტაპზე. შემდეგ ეტაპზე საპირისპირო სიტუაცია იქნება და კომას რევანში აღების საშუალება აქვს. მანამდე კი დეპრესა და კომას შორის სხვაობა 2 წუთსა და 20 წამს შეადგენს.

საერთო ჩათვლა

1. სირილ დეპრე (KTM) - 37.11,16; 2. მარკ კომა (KTM) - +2,22; 3. ელდერ როდრიგესი (Yamaha) - +1.08,40; 4. სტეფან სვიტკო (KTM) - +1.34,56; 5. ხორდი ვილადომსი (KTM) - +1.39,46; 6. ხერარდ ფარესი (KTM) - +1.52,00...

სატვირთო მანქანების კლასში ზედიზედ მეორე ეტაპზე კამაზ-ის გამარჯვება ვიხილეთ - პირველი მივიდა ფინიშთან ანდრეი კარგინოვი, რომელმაც სამი წუთი მოუგო ჰანს სტეისის. ამ უკანასკნელმა, თავის მხრივ, ამდენივეთი ჩამოიტოვა უკან ჰოლანდიელი ჟერარდ დე როოი, ვინც მთლიანად აკონტროლებს მოვლენათა განვითარებას და არ აძლევს თანამემამულეს საბოლოო გამარჯვების არანაირ შანსს. არტურ არდავიჩუსმა სტეისისთან დაახლოებით 20 წუთი წააგო და თითქმის დაკარგა მეორე ადგილზე გასვლის შანსი.

საერთო ჩათვლა

1. ჟერარდ დე როოი (Iveco) - 37.51,55; 2. ჰანს სტეისი (Iveco) - +55,58; 3. არტურ არდავიჩუსი (კამაზი) - +1.20,29; 4. ანდრეი კარგინოვი (კამაზი) - +2.30,42; 5. ილგიზარ მარდეევი (კამაზი) - +3.59,48; 6. ჟოზეფ ადუა (Iveco) - +5.12,36...

კვადროციკლების კლასში ძმები პატრონელები აგრძელებენ ტრიუმფალურ სვლას. ამჯერად ალეხანდრო ოდნავ უფრო სწრაფი იყო და მარკოსს 31 წამი მოუგო, იმ დროს, როცა ტომას მაფეიმ ორივესთან 20 წუთი დათმო. როგორც ჩანს, გენერალურ კლასიფიკაციაში ხუთეული საბოლოოდ ჩამოყალიბდა. მხოლოდ ლუკას ბონეტომ შეიძლება დაკარგოს მეექვსე პოზიცია.

საერთო ჩათვლა

1. ალეხანდრო პატრონელი (Yamaha) - 45.23,40; 2. მარკოს პატრონელი (Yamaha) - +1.20,00; 3. ტომას მაფეი (Yamaha) - +2.10,43; 4. იგნასიო კაზალე (Yamaha) - +5.13,08; 5. სერხიო დე ფუენტე (Yamaha) - +8.05,16; 6. ლუკას ბონეტო (Honda) - +11.24,06...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
პირველი ქართული გუნდი Nascar-ის სერიაში - დათა ქაჯაიამ დეტალებზე ისაუბრა
ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად