"კრასნოდარის" მეკარეთა მწვრთნელი კლუბის არხთან საუბარში აცხადებს, რომ ნუკრი გუნდს გააძლიერებს
საფეხბურთო კლუბი "კრასნოდარი" განაგრძობს თურქულ ქალაქ ბელეკში შეკრებას. გუნდი უკვე რამდენიმე დღეა თურქეთში იმყოფება და ნაყოფიერადაც ირჯება.

შეგახსენებთ, რომ რუსულ კლუბს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს საქართველოს ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილი შეურთდა, რომელიც ადრე "ანჟის" ღირსებას იცავდა. ნუკრის გარდა, "კრასნოდარში" ქართველი ფეხბურთელები ალექსანდრე ამისულაშვილი და ოთარ მარცვალაძე ირიცხებიან (ორივე საქართველოს ნაკრების წევრი).

გუშინ კრასნოდარელთა გუნდის მეკარეებმა ცალკე, ზღვის პირას ივარშიშეს. "კრასნოდარის" მეკარეთა მწვრთნელი ალექსანდრე ვოლკოვი ფიქრობს და კლუბის არხთან საუბარში აცხადებს, რომ ქართველი მეკარე საკმაოდ შრომისმოყვარე ბიჭია და ის გუნდს აუცილებლად გააძლიერებს. ვოლკოვის თქმით, ნუკრის კარგი მონაცემები აქვს და მისი პროგრესი გარდაუვალია.

თავად ნუკრი კი გუნდში არსებულ სიტუაცისა და მეკარეთა შორის კონკურენციაზე საუბრობს.

ნუკრი რევიშვილი: გუნდში კარგად და თბილად მიმიღეს. ძალიან კარგი კოლექტივია. გუნდი ერთი ოჯახივითაა და მიხარია, რომ ამ ოჯახის წევრი გავხდი. რაც შეეხება ვარჯიშს, ჩვეულებრივად ვემზადებით. ჩემი თანამემამულეები ძალიან მეხმარებიან გუნდში თავი უცხოდ რომ არ ვიგრძნო და ადაპტაცია რაც შეიძლება მალე გავიარო. გუნდის მეკარეებთანაც არანაირი პრობლემები არ მქონია, ერთმანეთს პატივისცემით ვეკიდებით, თუმცა რა თქმა უნდა, ერთმანეთში კონკურენციაც გვაქვს, მოედანზე კონკურენტები ვართ.

vasiko basiladze
კარგი მეკარე ხარ და აბა შენ იცი მიაწექი არ შეგვარცხვინო
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა