2012 წელს, პროფესიულ კრივში პირველი სერიოზული ბრძოლა გერმანიაში გაიმართა, სადაც არტურ აბრაჰამი არგენტინელ პაბლო ფარიასს ხვდებოდა
2012 წელს, პროფესიულ კრივში პირველი სერიოზული ბრძოლა გერმანიაში გაიმართა, სადაც გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი მოკრივე არტურ აბრაჰამი (33-3, KO27) არგენტინელ პაბლო ფარიასს (19-2, KO11) ხვდებოდა. პრომოუტერულმა კომპანია Sauerland-მა ამ ბრძოლის სლოგანად "დაბრუნება" აირჩია, რაშიც სომხური წარმოშობის გერმანელის მოგებით დაბრუნება იგულისხმებოდა. მოკრივეთა კლასში უდიდესი სხვაობის გათვალისწინებით, მასპინძლის დამაჯერებელ გამარჯვებაში ეჭვი არავის ეპარებოდა.

არტურმა პირველივე რაუნდიდან დაამტკიცა თავისი უპირატესობა - კარგად მუშაობდა მისი ჯები, ხოლო არგენტინელის მხრიდან შეტევის ყველა მცდელობა აბრაჰამის საიმედო დაცვით ნეიტრალდებოდა. მეორე რაუნდში ფარიასი უფრო აქტიურად ამოქმედდა, მაგრამ ამან მას უპირატესობა ვერ მოუტანა.

ექვსი წუთი იკმარა გერმანელმა მეტოქის ფსიქოლოგიურად გასატეხად და მესამე რაუნდიდან მოყოლებული საქმეზე გადავიდა. მასპინძელს შესანიშნავი ორმაგი შეტევები გამოსდიოდა და რეგულარულად ხვდებოდა მიზანში მისი დარტყმები. ფარიასი დაბნეული ჩანდა და მისთვის ეს რაუნდი შეიძლებოდა სავალალოდ დასრულებულიყო, მაგრამ არგენტინელი გონგმა გადაარჩინა.

ბრძოლის ბედი მეხუთე რაუნდში გადაწყდა. თავდაპირველად, გერმანელმა რამდენიმე გვერდითი დარტყმით პირველად ჩააგდო ნოკდაუნში ფარიასი. მორიგი ორი დარტყმის შემდეგ ფარიასი ისევ იატაკზე აღმოჩნდა. მესამე ნოკდაუნი გადამწყვეტი და ყველაზე სასაცილო აღმოჩნდა - როგორც ჩანს, არგენტინელი მიხვდა, რომ არანაირი შანსი არ ჰქონდა და უბრალოდ რინგზე დაეცა, არადა, აბრაჰამს ზუსტი დარტყმა არ შეუსრულებია.

ასე შეწყვიტა "მეფე არტურმა" თავის კარიერაში ყველაზე უიღბლო სერია, რომელიც ზედიზედ სამ მარცხს მოიცავდა. თუმცა მეტოქის დონე შეიძლებოდა უფრო მაღალი ყოფილიყო. ამიტომაც ჯერ რთულია იმის თქმა, რა ელოდება აბრაჰამს უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეებთან ბრძოლაში. საქმე ისაა, რომ მის სწორხაზოვან სტილში არანაირი ცვლილება არ მომხდარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა