თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველმა ჭაბუკებმა ისაევის სახელობის საერთაშორისო ტურნირში წარმატებით იასპარეზეს
თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველმა ჭაბუკებმა წარმატებით იასპარეზეს ბაქოში, სპორტკომპლექს "სერხედჯში" ჩატარებულ მუშვიგ ისაევის სახელობის საერთაშორისო ტურნირში.

1 ოქრო, 2 ვერცხლი და 5 ბრინჯაო - ასეთია ჩვენი 15-კაციანი გუნდის მონაგარი ანუ თამაზ ბენდიანიშვილის შეგირდთაგან ნახევარზე მეტმა მედალი მოიპოვა. შედეგი მით უფრო სასიამოვნოა, რომ მასში 11 გუნდი გამოდიოდა. მათ შორის, ისეთი ძლიერი ქვეყნების წარმომადგენლები, როგორიცაა საკუთრივ აზერბაიჯანი, რუსეთი, თურქეთი, ირანი...

ჩვენებურთაგან ყველაზე უკეთ გიორგი ჩხარტიშვილი (76) გაისარჯა, რომელმაც პირველობა არავის დაუთმო. მან ფინალში რუსი ჯამბოლათ კოკოევი დაამარცხა. ამავე წონაში მესამეზე გავიდა ირაკლი მწითური.

ვერცხლის მედლები ტაიფუნ აბდულაევმა (46) და ბექა წიკლაურმა (58) მოიპოვეს. აბდულაევმა ფინალი აზერბაიჯანელ ვურგუნ ალიევთან დათმო, წიკლაურს კი გადამწყვეტ შეხვედრაში უზბეკმა ზაკირ მანსუროვმა აჯობა.

მწითურის გარდა, ჩვენი გუნდიდან ბრინჯაოს მედალოსნები გიორგი ლეჟავა (50), ტარზან მაისურაძე (63), ომარ გურჯიძე (69) და როლანდ ანდრიაძე (100) გახდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა