ახლადშექმნილი კომიტეტის თავმჯდომარედ ფიფას ყოფილი არბიტრი ოთარ გუნთაძე დაინიშნა
15 იანვარს, ბათუმში ჩატარდა აჭარის ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, სადაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად განხილულ იქნა რეგიონულ დონეზე სამსაჯო კომიტეტის შექმნის საკითხი.

განხილვის შემდეგ, აფფ-ის აღმასკომმა მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას და ახლადშექმნილი კომიტეტის თავმჯდომარედ დაამტკიცა ფიფას ყოფილი არბიტრი ოთარ გუნთაძე.

ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას საფუძვლად ედო ის, რომ აქამდე, აჭარის რეგიონში სამსაჯო ორგანოს არარსებობის გამო, აჭარა ფაქტიურად ვერ აწვდიდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ახალ სამსაჯო კადრებს.

აფფ-ის სამსაჯო კომიტეტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება მსაჯობის მსურველი ახალგაზრდების მოზიდვა და დამწყები მსაჯების მომზადება სპეცკურსების საშუალებით (სამსაჯო წესები, ფიზმომზადების პრინციპები). სპეციალური მომზადების გავლისა და ტესტირების შემდეგ, წარმატებულ ახალგაზრდებს მიეცემათ საშუალება დასაქმდნენ საკუთარ რეგიონში და პირველი გამოცდილება ადგილზევე მიიღონ.

იმედია, ეს პრეცედენტი სამაგალითო იქნება სხვა რეგიონული ფედერაციებისთვის და ანალოგიური კომიტეტები სხვაგანაც შეიქმნება, რაც მნიშვნელოვნად გამოაცოცხლებს შიდასამსაჯო ცხოვრებას ჩვენს ქვეყანაში.

gff.ge

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო