სამთო მოთხილამურემ, ოლიმპიური თამაშების ორგზის პრიზიორმა შვეიცარიის სათხილამურო სპორტის ფედერაციას ღირსეული პასუხი გასცა
მომხიბვლელმა სლოვენიელმა სამთო მოთხილამურემ, ოლიმპიური თამაშების ორგზის პრიზიორმა ტინა მაზემ ღირსეული პასუხი გასცა შვეიცარიის სათხილამურო სპორტის ფედერაციას, რომელმაც ერთი კვირის წინ, ბად-კლიაინკირჰგაიმის ეტაპისას სლოვენიელი რეგლამენტისთვის შეუსაბამო კომბინეზონის გამოყენებაში დაადანაშაულა. მაზეს პასუხი საკმაოდ ეროტიული გამოდგა.

კორტინა დ'ამპეცოში სუპერგიგანტის ეტაპის დროს, მაზე საშუალედო ლიდერი იყო და მოსაცდელ ზონაში კონკურენტების გამოსვლას ელოდებოდა.

როგორც წესი, ეტაპის ლიდერზე აქტიურად მუშაობენ ტელეკამერები და სწორედ ამ დროს, ტინამ სპორტული კომბინეზონი გაიხსნა და სპორტული ბიუსტჰალტერი გამოაჩინა, რომელზეც მარკერით ეწერა - Not your business ("თქვენი საქმე არ არის"). რა თქმა უნდა, პუბლიკა აღფრთოვანებული დარჩა.

შვეიცარიელთა პრეტენზიის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ ბად-კლიაინკირჰგაიმში მაზეს კოსტიუმის პლასტიკური ელემენტები უკეთეს აეროდინამიკას უზრუნველყოფდა. იმ ეტაპზე სლოვენიელმა მეორე ადგილი დაიკავა, ფინიშის შემდეგ კი მისი კომბინეზონი დეტალურად შეამოწმეს და ის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა