პირველ სათამაშო დღეს განსაკუთრებით გამორჩეული მატჩი არ ყოფილა, რადგან წილისყრამ ფავორიტები და აუთსაიდერები ერთმანეთში კარგად გაანაწილა

გუშინ, თბილისის დროით 4 საათზე დაიწყო ავსტრალიის ღია პირველობის რიგით მეასე გათამაშება. პირველ სათამაშო დღეს განსაკუთრებით გამორჩეული მატჩი არ ყოფილა, რადგან წილისყრამ კარგად გაანაწილა ერთმანეთში ფავორიტები და აუთსაიდერები.

ტრადიციულად, მელბურნი გაუსაძლისი სიცხით შეხვდა ტურნირის მონაწილეებსა და გულშემატკივრებს. ერთ-ერთი მატჩის დროს, რომელშიც ხუან მარტინ დელ პოტრო და ადრიან მანარინო ხვდებოდნენ ერთმანეთს, მაყურებელმა გონება დაკარგა და სამედიცინო პერსონალი ჩაერთო საქმეში.

დღის მთავარ მატჩად ავსტრალიური ჩოგბურთის ახალი იმედის ბერნარდ ტომიჩისა და ესპანელი ფერნანდო ვერდასკოს შეხვედრა იყო მიჩნეული. ტომიჩმა გასულ კვირას კუიონგში პრესტიჟული საჩვენებელი ტურნირი მოიგო, აქ კი წილისყრამ თავიდანვე სერიოზული გამოცდა მოუმზადა, როცა პირველ რაუნდში შეახვედრა 22-ე ნომრად განთესილ ვერდასკოს.

მატჩმა სავსებით გაამართლა მაყურებელთა მოლოდინი - ჩოგბურთელებმა ოთხსაათიანი ბრძოლა გამართეს. ტომიჩი ცდილობდა შემტევი ჩოგბურთის დემონსტრირებას, მაგრამ არასტაბილურად მოქმედებდა. ავსტრალიელს ჰქონდა პირველ სეტში მოგების შანსი, მეორეში კი საერთოდ სამმაგი სეტბოლი გაანიავა. 0:2 ჩამორჩენის შემდეგ თითქოს მატჩის გადარჩენის იმედი აღარ ჩანდა, მაგრამ ახალგაზრდა ავსტრალიელმა კარიერაში მეორედ შეძლო 0:2-დან შეხვედრის მოგება. პირველად მან ეს შარშანდელ უიმბლდონზე გააკეთა რუს იგორ ანდრეევთან მატჩში, რის შემდეგაც მეოთხედფინალამდე გააღწია.

პირველ დღეს კიდევ ერთი მატჩი ვნახეთ, სადაც ერთმა ჩოგბურთელმა 0:2-დან შეძლო მოგება. თავისი გულშემატკივრები ანერვიულა უკრაინელმა ალექსანდრ დოლგოპოლოვმა. მე-13 ნომრად განთესილმა მოულოდნელად წააგო პირველი ორი პარტია მოკრძალებულ ავსტრალიელთან გრეგ ჯონსთან, მაგრამ შემდეგ დამაჯერებლად მოიგო სამი პარტია - 1:6, 4:6, 6:1, 6:1, 6:2. დოლგოპოლოვმა კარიერაში პირველად შეძლო 0:2-დან შეხვედრის მოგება.

პირველივე წრიდან გამოეთიშა ბრძოლას ერთ დროს ძლიერი რუსი ნიკოლაი დავიდენკო, რომელმაც მელბურნში შარშანდელი შედეგი გაიმეორა. მსოფლიოს ყოფილმა მეოთხე ნომერმა იტალიელ ფლავიო ჩიპოლასთან ხუთსეტიან ბრძოლაში წააგო, თანაც მატჩის მსვლელობისას 11-ჯერ დათმო საკუთარი მოწოდება.

იმ დღეს მეორე რუსმა ჩოგბურთელმაც წააგო - ალექსანდრ კუდრიავცევი 26 წლისაა, მაგრამ მხოლოდ ახლა მოხვდა პირველად "დიდი სლემის" ტურნირის ძირითად ბადეში. მას წილისყრის მხრივ არ გაუმართლა, რადგან თავიდანვე როჯერ ფედერერს გადაეყარა. პირველ სეტში რუსი ღირსეულად გამოიყურებოდა და მხოლოდ პარტიის ბოლოს დათმო საკუთარი მოწოდება. შემდეგ სეტებში კი შვეიცარიელმა დამაჯერებელ უპირატესობას მიაღწია - 7:5, 6:2, 6:2. მატჩის მსვლელობისას რუსის დარტყმისგან კინაღამ ბოლბოი დაზარალდა. კუდრიავცევს დარტყმა მოეჭრა და შეშინებულმა გააყოლა ბურთს თვალი, რომელიც სანტიმეტრებში აცდა ბიჭის თავს და მსაჯის კოშკურას მოხვდა.

კაცებს შორის ყველა სერიოზულმა ჩოგბურთელმა შეაბიჯა მეორე წრეში, თუმცა ზოგიერთს ჰქონდა ლოკალური პრობლემები. მაგალითად, ტომაშ ბერდიხსა და ხუან მარტინ დელ პოტროს ოთხი სეტის ჩატარება დასჭირდათ გამარჯვების მოსაპოვებლად. ტურნირი დატოვა ხუთმა განთესილმა - ივან ლუბიჩიჩმა, ხუან მონაკომ, იურგენ მელცერმა, ფერნანდო ვერდასკომ და ფლორიან მაიერმა, რომელმაც მოედანზე გასვლამდე უარი თქვა თამაშზე.

I წრე

კაცები

მერდი ფიში (აშშ, 8)-ჟილ მიულერი (ლუქ) 6:4, 6:4, 6:2; ალეხანდრო ფალა (კოლ)-ფაბიო ფონინი (იტა) 6:3, 6:2, 3:6, 6:1; პეპე რიბა (ესპ)-ალბერტ მონტანიესი (ესპ) 7:6(2), 2:6, 6:4, 7:6(5); ფილიპ კოლშრაიბერი (გერ)-ხუან მონაკო (არგ, 25) 7:5, 4:6, 6:3, 6:7(4), 6:0; იენ-ჰსუნ ლუ (ტაივ)-რიკ დე ვოესტი (ს. აფრ) 6:4, 3:6, 6:1, 3:6, 6:3; ფლორან სერა (საფ)-სტივ დარცისი (ბელ) 6:7(3), 3:6, 5:4 უარი; ბლაჟ კავჩიჩი (სლოვენ)-ჯეიმს უორდი (ბრიტ) 6:4, 6:3, 6:4; ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 11)-ადრიან მანარინო (საფ) 2:6, 6:1, 7:5, 6:4; ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ, 13)-გრეგ ჯონსი (ავსტრა) 1:6, 4:6, 6:1, 6:1, 6:2; ტობიას კამკე (გერ)-ვიქტორ ჰანესკუ (რუმ) 6:2, 6:1, 6:2; სემ კუერი (აშშ)-კენი დე სხეპერი (საფ) 6:3, 6:2, 6:2; ბერნარდ ტომიჩი (ავსტრა)-ფერნანდო ვერდასკო (ესპ, 22) 4:6, 6:7(3), 6:4, 6:2, 7:5; ივო კარლოვიჩი (ხორ)-იურგენ მელცერი (ავსტრია, 31) 7:6(3), 7:5, 6:3; კარლოს ბერლოკი (არგ)-იესე ჰუტა გალუნგი (ჰოლ) 2:6, 6:3, 7:6(3), 6:3; ანდრეას ბეკი (გერ)-ერიკ პროდონი (საფ) 6:4, 6:2, 4:6, 7:5; როჯერ ფედერერი (შვეიც, 3)-ალექსანდრ კუდრიავცევი (რუს) 7:5, 6:2, 6:2; ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 7)-ალბერტ რამოსი (ესპ) 7:5, 4:6, 6:2, 6:3; ოლივიე როხუსი (ბელ)-ბიორნ ფაუ (გერ) 6:1, 6:4, 6:0; სერგეი სტახოვსკი (უკრ)-ილია მარჩენკო (უკრ) 6:3, 6:7(9), 4:6, 6:3, 7:5; კევინ ანდერსონი (ს. აფრ, 30)-ფრედერიკ ნილსენი (დან) 6:1, 6:2, 6:4; სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 21)-ბენუა პერი (საფ) 6:1, 6:1, 7:5; მარკოს ბაღდატისი (კვიპ)-ბენჯამინ ბეკერი (გერ) 6:1, 7:6(5), 6:2; გრიგორ დიმიტროვი (ბულ)-ჟერემი შარდი (საფ) 4:6, 6:3, 3:6, 6:4, 6:4; ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 10)-ლუკაშ კუბოტი (პოლ) 1:6, 7:5, 6:3, 7:5; ჯონ ისნერი (აშშ, 16)-ბენჯამინ მიტჩელი (ავსტრა) 6:4, 6:4, 7:6(1); დავიდ ნალბანდიანი (არგ)-იარკო ნიემინენი (ფინ) 6:4, 4:2 უარი; ფლავიო ჩიპოლა (იტა)-ნიკოლაი დავიდენკო (რუს) 6:4, 4:6, 3:6, 6:2, 6:1; ფელისიანო ლოპესი (ესპ, 18)-ლეონარდო მაიერი (არგ) 7:6(5), 6:3, 7:6(2); ლუკაშ ლაჩკო (სლოვაკ)-ივან ლუბიჩიჩი (ხორ, 28) 3:6, 4:6, 6:3, 6:4, 6:4; დონალდ იანგი (აშშ)-პეტერ გოიოვჩიკი (გერ) 6:1, 6:2, 4:6, 1:6, 6:2; ტომი ჰაასი (გერ)-დენის კუდლა (აშშ) 7:6(5), 3:6, 6:0, 7:5; რაფაელ ნადალი (ესპ, 2)-ალექს კუზნეცოვი (აშშ) 6:4, 6:1, 6:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა