საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ორშაბათს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის სასტარტო მატჩებისთვის მზადება დაიწყო. შეგახსენებთ, ჩვენი გუნდი...

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ორშაბათს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის სასტარტო მატჩებისთვის მზადება დაიწყო. შეგახსენებთ, ჩვენი გუნდი პირველ შეხვედრას 3 სექტემბერს, სტუმრად საბერძნეთის წინააღმდეგ ჩაატარებს, 7 სექტემბერს კი ისრაელს უმასპინძლებს.

საკმაო ხნის წინ გადაწყდა, რომ საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ციკლის წინ ხანმოკლე შეკრებას კვიპროსზე გაივლიდა და ასეც მოხდა. ორშაბათს თემურ ქეცბაიას გუნდი უკვე ლარნაკაში იყო, ოღონდ არასრული შემადგენლობით. წესით, ქეცბაიას განკარგულებაში მის მიერ გამოძახებული ყველა ფეხბურთელი დღეისთვის უნდა იყოს.

ნაკრების სამწვრთნელო შტაბსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად, კვიპროსზე თბილისიდან გაემგზავრა ლეგიონერთა ნაწილი - ჯანო ანანიძე, გოგიტა გოგუა, დავით სირაძე, ლაშა სალუქვაძე, დავით კვირკველია, ალექსანდრე ამისულაშვილი, და ქართულ კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელები - გრიგოლ ბედიაშვილი, გიორგი ლორია, ალექსანდრე კოშკაძე, თორნიკე აფციაური და ნიკოლოზ გელაშვილი. პირდაპირ ნიქოზიაში კი კახა კალაძე, მალხაზ ასათიანი, მათე ღვინიანიძე, გიორგი მერებაშვილი, ალექსანდრე იაშვილი და ვლადიმერ დვალიშვილი ჩაფრინდნენ.

სავარაუდოდ, გუშინ საღამოს გუნდს ლევან კობიაშვილი და უჩა ლობჟანიძე, ხოლო დღეს გამთენიისას ზურაბ ხიზანიშვილი უნდა შეერთებოდნენ. კვიპროსზე ნუკრი რევიშვილსაც დღეისთვის ელიან.

საქართველოს ნაკრები ქალაქის გარეუბანში მდებარე თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ სპორტულ ცენტრ "ალეგრაშია" დაბინავებული და იქვე ვარჯიშობს. კეთილმოწყობილი სასტუმროს წინ სტანდარტული ზომისა და იდეალური ხარისხის ორი მოედანია.

პირველი ვარჯიში ქეცბაიამ 30 აგვისტოს საღამოს ჩაატარა, მაგრამ იმ ნიქოზიაში იმ დროისთვის იქ მყოფი მოთამაშეები დიდად არ დაუტვირთავს. მიზეზი გუნდის გადაღლილობაა - ქართულმა დელეგაციამ ხომ კვიპროსზე გადასხდომებით, თურქეთისა და საბერძნეთის გავლით ჩაფრინდა. საქართველოს ნაკრების პირველმა წვრთნამ მხოლოდ 50 წუთს გასტანა.

მაღალი სიცხე ჰქონდა გოგიტა გოგუას და ამის გამო პირველი ვარჯიში გამოტოვა, თუმცა გუშინ იგი თავს გაცილებით უკეთ გრძნობდა და საღამოს ივარჯიშა კიდეც. მცირე ტრავმა აწუხებს ალექსანდრე კოშკაძეს, მაგრამ არც მისი მდგომარეობაა საგანგაშო. თავს კარგად გრძნობს ჯანო ანანიძე, რომელმაც მიკროტრავმის გამო რუსული პრემიერლიგის გასული ტური გამოტოვა.

საქართველოს ნაკრები კვიპროსზე ხვალ დილამდე დარჩება, იქაური დროით დილის 11 საათზე კი საბერძნეთში გადაფრინდება. ხვალვე ჩვენი ქვეყნის უმთავრესი საფეხბურთო გუნდი პირეოსში, "გეორგიოს კარაისკასის" სტადიონზე ივარჯიშებს, ზეგ კი საბერძნეთი-საქართველოს მატჩი იმავე არენაზე, თბილისის დროით 21 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა