ინგლისის ნაკრების დროებითმა მთავარმა მწვრთნელმა, სტიუარტ ლანკასტერმა "პომების" ოთხდღიან შეკრებაზე "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი კაპიტანი მიიწვია
ინგლისის ნაკრების დროებითმა მთავარმა მწვრთნელმა, სტიუარტ ლანკასტერმა "პომების" ოთხდღიან შეკრებაზე, რომელიც იორკშირში, ლიდსის "ვესტ პარკზე" გაიმართება, "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი კაპიტანი გარი ნევილი მიიწვია.

ინგლისური ფეხბურთის ლეგენდას ეროვნულ გუნდში 85 მატჩი აქვს გამართული და ორი მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეა.

ის ერთ-ერთია იმ სახელოვან ადამიანებს შორის, რომლებიც ლანკასტერმა საწვრთნელ შეკრებაზე მიიწვია. იქამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინგლისის ნაკრების დროებითმა მწვრთნელმა დახმარება სთხოვა ველომრბოლელ დეივ ბრეილსფორდს, მოკრიკეტე ჰიუ მორისს, რაგბილიგელ ჯიმი პავლინს და ყოფილ კაპრალს კევინ სინფილდს, რომელიც ავღანეთში სამსახურის დროს მძიმედ დაიჭრა.

"ამ ადამიანებმა იციან, რას ნიშნავს საკუთარი ქვეყნის ღირსების დაცვა საერთაშორისო ასპარეზზე, რას ნიშნავს იბრძოლო მისთვის. ჩვენ გვინდა რაგბის ნაკრების წევრებს ვაგრძნობინოთ, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაში ეს უწინარესად უდიდესი პასუხისმგებლობაა" - თქვა სტიუარტ ლანკასტერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა