ასე გამოიყურება ხაშურის არენა მდინარე სურამულას ადიდებისა და მოედნის დატბორვის შემდეგ
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატების გარიჟრაჟზე ხაშურის "ივერიაც" უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდა და აქაურ ცენტრალურ სტადიონზე, რომელიც რვა ათას მაყურებელზე იყო გათვლილი, არაერთი საინტერსო მატჩი გამართულა.

უმაღლესში რამდენიმე სეზონის გატარების მერე "ივერიამ" ჯერ პირველ, შემდეგ მეორე ლიგაში გადაინაცვლა. კლუბს მუდამ ადგილობრივი ხელისუფლება პატრონობდა და, ვინაიდან ხაშურს, როგორც მცირებიუჯეტიან რაიონს საფეხბურთო კლუბის შესანახი ხარჯები ძნელად მოეპოვება, "ივერიასაც" მაღალ ლიგაში დაბრუნების პრეტენზია აღარ გასჩენია.

სხვა საკითხია, რომ გუნდის მწვრთნელ-ფეხბურთლები, ისევე, როგორც ადგილობრივი ბავშვთა საფეხბურთო სკოლის მწვრთნელები, მუდამ ფიქრობდნენ და ახლაც ამ აზრისანი არიან, რომ არცთუ დიდი დაფინანსების შემთხვევაში პირველ ლიგაში ღირსეულად ასპარეზობას უთუოდ შეძლებდნენ.

"ივერიას" მდგომარეობა სასიკეთოდ ორი წლის წინ, ანუ მაშინ შეიცვალა, როდესაც შიდა ქართლის გუბერნატორად დანიშნულმა ზურაბ არსოშვილმა რეგიონში ფეხბურთის დახმარება პრიორიტეტად ჩათვალა. სწორედ იმხანად დაიწყო რეგიონის უპირველესი გუნდის, გორის "დილას" აღორძინების პროცესი. მაშინ რეგიონის ხელისუფალნი იმაზეც ლაპარაკობდნენ, რომ არსოშვილს "დილას" უმაღლესში დაბრუნებასთან ერთად რეგიონის სხვა გუნდების თანადგომაც ჰქონდა განზრახული. კერძოდ, იგი მეორე ლიგაში მოასპარეზე ხაშურის "ივერიას" პირველში გადასვლაში მხარდაჭერას ჰპირდებოდა, ქარელის "იბერიას" და კასპის "განთიადს" კი მეორე ლიგის გათამაშების ჩართვაში დაეხმარებოდა.

ბოლო სეზონი "ივერიამ" მეორე ლიგაში მართლაც ლიდერთა შორის გაატარა და პირველში გადასვლამდე ცოტაღა დააკლდა. პირველ ლიგაში გადასვლის იმედით დაიწყო ახალი სეზონიც, მაგრამ შემოდგომაზე არსოშვილის ნაცვლად სხვა გუბერნატორი დაინიშნა და ვითარებაც შეიცვალა.

ამჟამინდელი გუბერნატორი გიგა ტატიშვილი სპორტის რომელიმე სახეობის მიმართ პრიორიტეტულ დამოკიდებულებას მიზანშეუწონლად მიიჩნევს და, შესაბამისად, ხაშურის, ქარელის და კასპის გუნდების მიმართ მხარდაჭერის გაზრდასა და ამ გზით მათ აღმასვლაზე ლაპარაკი ჯერჯერობით შეწყდა. თუმცა, ამბიციის ზრდას ვინ ჩივის, ხაშურელებს ზაფხულში მდინარე სურამულას ადიდებისა და სტადიონზე მინდვრის საფრის დატბორვის გამო საშინაო არენა ჯერაც გაურკვეველი დროით დაკარგული აქვთ.

მართალია, იქ მანამდეც თითქმის ყველაფერი სარემონტო იყო, მაგრამ მაშინ "ივერია" საშინაო მატჩებს მშობლიურ ქალაქში მაინც ატარებდა. მინდვრის დატბორვის მერე გუნდი ბორჯომის სტადიონზე მასპინძლობდა მეტოქეებს, მაგრამ ბორჯომში მოსულმა თოვლმა ესეც შეუძლებელი გახადა, ბოლო ტური კი ხაშურელებმა სულაც თბილისში ითამაშეს.

ამასწინათ საკუთარი თვალით ვნახე სტადიონზე შექმნილი მდგომარეობა. თვალის ერთი შევლებითაც ჩანს, რომ ვითარება მართლაც სავალალოა. უფრო უცნაური ისაა, რომ ამბის საკითხავად იქ ვერავის ნახავთ, რადგან სტადიონს არც ხელმძღვანელობა ჰყავს და არც მომსახურე პერსონალი. მხოლოდ სასპორტო სკოლის თანამშრომელთაგან გავიგეთ, რომ სტადიონი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, რომელიც მის გაყიდვას აპირებს.

დიმიტრი სანკოევმა ამასწინათ ერთ საგაზეთო ინტერვიუში განაცხადა, ცხინვალის "სპარტაკს" სურვილი აქვს, ხაშურის სტადიონი გაარემონტოს და საშინაო თამაშები იქ გამართოსო. მოგეხსენებათ, "სპარტაკი" ერთხანს გორში, "ქართლზე" ატარებდა საშინაო შეხვედრებს, ფეხბურთის ფედერაცია კი იქაურობას მუდამ ალმაცერად უყურებდა, როგორც უმაღლესი ლიგის მატჩებისთვის შეუფერებელს, მართალია, "სპარტაკის" მესვეურებმა ადრე "ქართლის" კეთილმოწყობის სურვილიც გამოთქვეს, მაგრამ გასული წლიდან არენა გორის მუნიციპალიტეტმა "დილას" გადასცა, ფედერაციამ კი იქ უმაღლესი ლიგის მატჩების გამართვა აკრძალა.

"სპარტაკი" ახლა მასპინძლის რანგში თბილისში თამაშობს ყველა კალენადარულ მატჩს. კლუბის პრესატაშემ დავით ცაბაძემ დაგვიდასტურა, რომ ცხინვალელთა ხელმძღვანელებს ხაშურის სტადიონის პატრონობის სურვილი მართლაც აქვთ, თუმცა ჩემპიონატის დასრულებამდე იქ რაიმე სამუშაოები ნაკლებად სავარაუდოა. არენის გარემონტების შემდეგ კი "სპარტაკთან" ერთად იქ, ცხადია, ადგილობრივი "ივერიაც" ითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
იანისის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა... ლიდერების გარეშე დარჩენილმა "დენვერმა" "ბაქსი" დაამარცხა
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"რომ არა ის, "ბარსელონას" აუცილებლად დავტოვებდი, მან ჩემი ცხოვრება შეცვალა" - რაფინია
[VIDEO] "ტაშს ნუ უკრავთ!" - მბაპეს ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა
სულშერი ფავორიტი აღარაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება