ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა ქართულ ფუტსალში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა
უკრაინულ ვებგვერდ "სპორტ.უა"-სთვის მიცემულ ინტერვიუში "იბერია სტარის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ოლეგ სოლოდოვნიკმა თქვა, საქართველოს ჩემპიონატი არასტაბილურია, ექვსი გუნდიდან მხოლოდ სამი დარჩა და, ფაქტობრივად, მუშაობას აზრი არ ჰქონდაო.

"იბერია სტარის" პრეზიდენტმა ვახტანგ წერეთელმა კი "ლელოსთან" ინტერვიუში განაცხადა:

"სამწუხაროდ, საქართველოში გუნდის განვითარებისთვის არანაირი პირობები არ არსებობს. 2011 წელს ეროვნული ჩემპიონატი გაუქმდა! რვა თვეა, საქართველოს ჩემპიონატში არ გვითამაშია და ჩემპიონთა ლიგისთვის მოსამზადებლად უცხოურ ტურნირებზე დავდივართ, რამენაირად სათამაშო ფორმა რომ შევინარჩუნოთ. რა აზრი აქვს მუდმივად გყავდეს უმაღლესი კლასის მწვრთნელი და მოთამაშეები, როცა ჩემპიონატი არ არსებობს? ამიტომ, ვიდრე საქართველოს ჩემპიონატში არსებული ვითარება არ გამოსწორდება, კლუბის ბიუჯეტი ოთხჯერ შევამცირე...

ჩემპიონატის ჩაშლის მიზეზზე გვეუბნებიან, "იბერიას" გამო გადავდეთ ჩემპიონატიო. ჩემპიონთა ლიგის ეტაპი სულ 4 დღე გრძელდება და ამის გამო ჩემპიონატის ნახევარი წლით გადადების საჭიროებას ვერ ვხვდები. წარმოიდგინეთ, "დინამოს" ან "ზესტაფონის" ჩემპიონთა ლიგაში თამაშის გამო საქართველოს ჩემპიონატი რომ გააუქმონ" (იხილეთ სტატია სრულად).

ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ ქართულ ფუტსალში არსებულ ვითარებაზე სალაპარაკოდ დაგვიკავშირდა ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი, რომელიც ამჟამად "თელასის" გუნდს ავარჯიშებს.

"საბედნიეროდ, "თელასმა" შექმნა გუნდი და მწვრთნელად მიმიწვია. "თელასის" ხელმძღვანელობას წარვუდგინე გეგმა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ჩემპიონატში მედლებისთვის ვიბრძოლებდით. კომპანიამ ბრძოლისუნარიანი გუნდის ჩამოსაყალიბებლად ფინანსები არ დაიშურა.

შევკრიბეთ ძლიერი მოთამაშეები, აგვისტოში სრულფასოვანი შეკრება გავიარეთ, ვითამაშეთ ამხანაგური მატჩები. გუნდს ყველანაირი პირობა აქვს შექმნილი ჩემპიონატში წარმატებული თამაშისთვის. თავადაც მოგეხსენებათ, ეს ყველაფერი რა ხარჯებთან არის დაკავშირებული. თუმცა 2011 წლის ეროვნული ჩემპიონატი არ ჩატარდა.

ბუნებრივია, რომ "თელასის" ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა და დიდი შანსია, ასეთი სპონსორი დაიკარგოს. ვის მოვთხოვო ამისთვის პასუხი? სამწუხაროდ, ქართული ფუტსალი დღეს სავალალო მდგომარეობაშია" - ამბობს ასათიანი.

ჩვენ გუშინაც ვცადეთ ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტ გიზო ფხოველიშვილთან დაკავშირება, მაგრამ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა