"ატლანტამ" მორიგი გამარჯვება მოიპოვა - "ქორებმა" საკუთარ კედლებში "ტორონტო" 93:84 დაამარცხა
"ატლანტა ჰოუქსმა" მორიგი გამარჯვება მოიპოვა. "ქორებმა" საკუთარ, "ფილიპს არენაზე" "ტორონტო" 93:84 დაამარცხა. ატლანტელებს იოლად არ მოუგიათ. ბოლო მეოთხედის წინ ტორონტოელები 2 ქულით მიუახლოვდნენ მასპინძლებს, მაგრამ ფავორიტად მიჩნეულმა გუნდმა საბოლოოდ მაინც მოახერხა გამარჯვების მოპოვება.

ალ ჰორფორდის ტრავმის შემდეგ 2 მატჩში თამაშს ზაზა ფაჩულია იწყებდა, თუმცა ატლანტელთა ხუთეულში ცენტრის პოზიციაზე ამჯერად ჯეისონ კოლინსი გამოჩნდა. სამარქაფო ცენტრმა თავი ვერაფრით გამოიჩინა და 13-წუთიანი გარჯა ორი ქულით, 2 მოხსნით და 1 პასით დაასრულა.

ფაჩულიამ კოლინსზე მეტი - 17,38 წუთი ითამაშა და 6 ქულასთან ერთად 3 მოხსნაც მიითვალა. ზაზას ტორონტოელთა ფარისთვის თამაშიდან არ შეუტევია, 6 საჯარიმო ტყორცნა და ყველა ჩააგდო. ატლანტელთაგან საუკეთესო ჯოშ სმიტი გახდა, რომელმაც 28 ქულა და 15 მოხსნა დააგროვა.

"ატლანტას" 10 მოგებითა და 4 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის გაერთიანებულ ცხრილში "ორლანდოსთან" და "ინდიანასთან" ერთად III-V ადგილებს ინაწილებს. მომდევნო შეხვედრას ფაჩულიას გუნდი 19 იანვარს, გამთენიისას, შინ "პორტლენდთან" გამართავს.

gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა