სეოკ-ი აგრძელებს სხვადასხვა ქვეყნის ეოკ-ებთან საქმიანი ურთიერთობების განმტკიცებას
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი აგრძელებს სხვადასხვა ქვეყნის ეოკ-ებთან საქმიანი ურთიერთობების განმტკიცებას.

ბოლო პერიოდში სეოკ-მა ამ მხრივ უკვე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები სხვადასხვა სახელმწიფოს ოლიმპიურ კომიტეტთან მემორანდუმების გაფორმებით. ახლახანს კი მსგავს ხელშეკრულებას ხელი ყაზახეთის ეოკ-თან მოეწერა.

მიმდინარე წლის 14 იანვარს ალმაათაში ყაზახეთისა და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტებმა თემირხან დოსმუხამბეტოვმა და გია ნაცვლიშვილმა ორმხრივი მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც არაერთ მნიშვნელოვან საკითხს მოიცავს.

ხელშეკრულება ორი ქვეყნის ეოკ-ებს შორის ხანგრძლივ თანამშრომლობას უყრის საფუძველს, სადაც საუბარია ოლიმპიური პრინციპებისა და იდეალების გაღრმავებაზე-განმტკიცებაზე.

მემორანდუმი ასევე გულისხმობს ეფექტურ თანამშრომლობას მოძრაობა "სპორტი ყველასათვის" და მაღალი მიღწევების სპორტში, ერთმანეთისადმი გამოცდილების გაზიარებას, კვალიფიკაციის ასამაღლებლად სპორტსმენებსა და მწვრთნელებს შორის გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას, ერთობლივი საწვრთნელი შეკრებების მოწყობას და ა.შ.

geonoc.org.ge

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა