IFFHS-ის გამოქვეყნებულ სიაში არველაძე 263 გოლით 91-ე ადგილზეა, ხოლო იონანიძე 231 ბურთით 186-ე პოზიციაზეა
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) მსოფლიოს ყველა დროის 320 საუკეთესო ბომბარდირთა სია გამოაქვეყნა, რომელთაც უმაღლეს ლიგის მატჩებში 200 გოლზე მეტი გაუტანიათ. ბომბარდირთა სიაში ორი ქართველი თავდამსხმელიც მოხვდა.

შოთა არველაძეს 430 შეხვედრაში 263 გოლი აქვს გატანალი და ამ მაჩვენებლით 91-ე პოზიციაზე იმყოფება. სიაში მეორე ქართველი თავდამსხმელი კი ზურაბ იონანიძეა, რომელმაც 482 მატჩი ჩაატარა და 231 გოლი გაიტანა. იონანიძეს 186-ე ადგილი უკავია.

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძე კარიერის განმავლობაში ოთხი ქვეყნის ხუთი გუნდის ღირსებას იცავდა: "დინამო" (საქართველო), "ტრაბზონსფორი" (თურქეთი), "აიაქსი" (ჰოლანდია), "რეინჯერსი" (შოტლანდია) და "ალკმაარი" (ჰოლანდია). საქართველოს ნაკრების ბომბარდირი კარიერის ბოლოს "ლევანტეშიც" ასპარეზობდა, თუმცა იქ გოლი არ გაუტანია.

ზურაბ იონანიძეს გოლები საქართველოს, რუსეთისა და უკრაინის უმაღლეს ლიგებში გაჰქონდა: "სამგურალში" (წყალტუბო), "ტორპედოში" (ქუთაისი), "სამტრედიაში", "ჟემჩუჟინაში" (სოჭი), "ლოკომოტივში" (ნიჟნი ნოვგოროდი), "ტავრიაში" (სიმფეროპოლი) და "ზესტაფონში".

მსოფლიოს ყველა დროის ბომბარდირთა პირველი ათეული ასე გამოიყურება:

1. პელე (ბრაზილია) 560 (მატჩი) 541 (გოლი)

2. იოზეფ ბიცანი (ჩეხოსლოვაკია) 341 518

3. ფერენც პუშკაში (უნგრეთი) 533 511

4. რომარიო (ბრაზილია) 612 489

5. რობერტო "დინამიტი" (ბრაზილია) 758 470

6. იმრე შლოსერი (უნგრეთი) 318 417

7. დიულა ჟენგელერი (უნგრეთი) 394 416

8. ჯეიმს მაკგრორი (შოტლანდია) 408 410

9. ზიკო (ბრაზილია) 596 406

10. გერჰარდ მულერი (გერმანია) 507 405

91. შოთა არველაძე (საქართველო) 430 263

186. ზურაბ იონანიძე (საქართველო) 482 231

vasiko basiladze
ეს კარგია თუმცა ეხლანდელი მოქმედი ფეხბურთელი შეძლებს იგივეს განმეორებას?ქართველებზე მაქვს საუბარი თორე უცხოელებს რას დავეძებ,რაღაც არა მგონია სამწუხაროდ
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა