ესპანურ შეკრებაზე გარსიას გუნდმა მეორე ტესტ-მატჩი "ესპანიოლის" დუბლიორებისა და 19-წლამდელების გუნდთან გამართა
ესპანურ შეკრებაზე თბილისის "დინამომ" მეორე შეხვედრა "ესპანიოლის" დუბლიორებითა და 19-წლამდელებით დაკომპლექტებულ გუნდთან გამართა, ბარსელონელთა ძირითადი გუნდი კი გუშინვე ესპანეთის თასის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში "მირანდესს" ხვდებოდა.

მატჩი, რომელიც "ესპანიოლის" ბაზაზე გაიმართა, თავიდან თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. "დინამოს" ვებგვერდის ცნობით, მე-10 წუთზე ირაკლი ძარიამ სცადა მეტოქის კარის აღება, მე-13 და 25-ე წუთებზე - რობერტინიომ, მაგრამ სამივე მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

"დინამომ" ანგარიში 29-ე წუთზე გახსნა: იაგუეს პასის შემდეგ რობერტინიომ მეკარეს შორეულ კუთხეში დაურტყა, ბურთი ჯერ ძელს მოხვდა, შემდეგ კი ბადეში აღმოჩნდა.

პირველი ნახევრის ბოლო წუთებზე "ესპანიოლმა" სახიფათო შეტევა განახორციელა, კარში ფორტეტი ურტყამდა, მაგრამ ააცილა.

"დინამომ" ანგარიში 62-ე წუთზე გაზარდა: საჯარიმოში ჩისკომ მახვილი კუთხიდან ზუსტად დაარტყა.

ბოლო წუთებზე "დინამომ" კონტრშეტევებზე ითამაშა - ტერიტორიული უპირატესობა ესპანელებისა კი იყო, მაგრამ მათ სახიფათო მომენტები ვერ შემქნეს და საბოლოოდ "დინამომ" 2:0 გაიმარჯვა.

დინამო-ესპანიოლი B 2:0

1:0 რობერტინიო (29), 2:0 ჩისკო (62).

"დინამო": ლორია - ოდიკაძე, ჰომოლა, კვეკვესკირი, ხმალაძე - ალვარო, გერაუ, ძარია - რობერტინიო, იაგუე, კოშკაძე

მეორე ტაიმში: ზარქუა - თომაშვილი, ჰომოლა (80. ჩივაძე), კვეკვესკირი (85. ჯიღაური), ლომიძე - ჩისკო, გერაუ (75. პაპავა), კოშკაძე (85. კახელიშვილი) - კოტო, მერებაშვილი, გურული

"ესპანიოლი": დინუ, აროიო, ექტორი, ზოუ, გაბი, კ. გომესი, ალფონსო, მირავენტი, ფორტეტი, ისმაელ ტრაორე, ლუკასი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dudu
მეორე გუნდს კი არა, 19 წლამდელებს ეთამაშნენ და არ ღირს ამის გამო "რა მაგრები ვართ"-ს ძახილი. ჩვეულებრივი ამბავია, რო შეკრებაზე თავიდან სუსტ გუნდებთან თამაშს ესწრაფვის ყველა და კაია, რო "ესპანიოლთან" ითამაშეს, მარა ეს სათაურები "ესპანიოლს მოვუგეთ" და რამე ცოტა არ იყოს, ნერვების მომშლელია.
negredo
ვინც იცით იქნებ დაცეროთ გოგუა რატომ არ თამაშობს?
Ika
კაია მარა ზედმეტად მეორე გუნდს ვეთამაშეთ:))
murguli
კარგია რომ გავიმარჯვეთ, მაგრამ... სტატიაში რომ მიგეთითებინათ არ იქნებოდა ურიგო, რომ: ესპანიოლის ამ შემადგენლობაში ძირითადი 22-დან არცერთი მოთამაშე არ იყო, ესპანიოლ ბ-დან მხოლოდ 2 კაცი, ძირითადად 19-წლამდელები თამაშობდნენ და მგონი 17-მდელებიც ერია...
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა