კალათბურთი. NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ვერ დაძლია კრიზისი "ბოსტონმა", რომელმაც გუშინ ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო
უცნაური მატჩი მოიგო ნიუ იორკში "ორლანდო მეჯიქმა". სტუმრებმა ჯამში 71 ტყორცნა შეასრულეს თამაშიდან და აქედან 35 (!) სამქულიანი იყო.

გამოდის, რომ ყოველ მეორე სროლას "ჯადოქრები" შვიდმეტრიანი ხაზიდან ასრულებდნენ. ამჯერად ორლანდოელებს გაუმართლათ, მაგრამ ყოველთვის ასეთი ტაქტიკის გამოყენება, ალბათ, მიზანშეწონილი არ იქნება.

"ნიუ იორკს" ამ მატჩში დაუბრუნდა კარმელო ენტონი, მაგრამ გუნდმა ისე საშინლად ითამაშა, რომ, სავარაუდოდ, არ ღირდა მელოს ჯანმრთელობით გარისკვა. მატჩის მსვლელობისას ენტონიმ ისევ კოჭლობა დაიწყო და, შესაძლოა, კვლავ მოუწიოს არაერთი მატჩის გამოტოვება.

მასპინძლებმა კვლავ ცუდად ითამაშეს ფარქვეშ, მიუხედავად იმისა, რომ გუნდს ამარე სტაუდმაიერი და ტაისონ ჩენდლერი ჰყავს. მთლად აწყობილი თამაში არც "ორლანდოს" ჰქონდა. რად ღირს თუნდაც ის ფაქტი, რომ დუაიტ ჰოვარდმა ათქულიან ზღვრამდეც ვერ მიაღწია. მაგრამ, იმ ტაქტიკით, რომელიც "მეჯიქმა" აირჩია, "სუპერმენის" ცუდი თამაში განმსაზღვრელი არ ყოფილა, მით უმეტეს, რომ ათი მოხსნით, დუაიტი მაინც საუკეთესო იყო ორივე გუნდის შემადგენლობაში. ეს ყველაფერი კარგად მიუთითებს დღევანდელი "ნიუ იორკის" სავალალო დონეზე.

მოულოდნელად დიდი ანგარიშით წააგო სტუმრად "მემფისთან" აღმოსავლეთის ლიდერმა "ჩიკაგომ". უკვე პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლები 20 ქულით იყვნენ წინ და წაგებული მესამე მეოთხედის მიუხედავად, იოლად მიიყვანეს საქმე გამარჯვებამდე.

შესაძლოა, ამის მიზეზი ის იყო, რომ "ბულზს" აკლდა თავისი ლიდერი დერიკ როუზი და მის არყოფნაში ჩიკაგოელთა რიგებში არ მოინახა კალათბურთელი, რომელიც წინ გაუძღვებოდა გუნდს. თავის მხრივ, "გრიზლისის" რიგებში ასეთი ლიდერი არსებობდ, თანაც არაერთი - გეიმ და კონლიმ 20-ქულიან ზღვარს მიაღწიეს, მარკ გასოლმა და სპეიტსმა კი ორმაგი დუბლი მიითვალეს.

სამმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა "პორტლენდმა", რომელიც სტუმრად აუთსაიდერ "ნიუ ორლეანს" გაუსწორდა. მასპინძლებმა მხოლოდ პირველ ტაიმში გაძლეს, როცა "ბლეიზერსმა" ვერაფრით გაასწორა მიზანი. დიდი შესვენების შემდეგ კი "ჰორნეტსის" განადგურება დაიწყო ლამარკუს ოლდრიჯმა. თავისი 22 ქულიდან 16 მან მეორე ტაიმში მოიპოვა და მესამე მეოთხედში 17:2 გაქცევის მთავარი ინიციატორი გახდა. "ნიუ ორლეანმა" ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო, საკუთარ მოედანზე კი ზედიზედ მეექვსედ დამარცხდა.

პირიქით, შინ ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოიპოვა "კლიპერსმა", რომელმაც ძალების ყოველგვარი დაძაბვის გარეშე დაამარცხა "ნიუ ჯერსი".

კალიფორნიელებმა პრაქტიკულად პირველ მეოთხედში გადაწყვიტეს მატჩის ბედი, როცა ბლეიკ გრიფინმა და კერონ ბატლერმა გუნდური 32 ქულიდან 24 საკუთარ ანგარიშზე მიიწერეს. თავიდანვე კარგად შევიდა თამაშში რენდი ფოიე, რომელიც ტრავმირებულ კრის

პოლს ცვლიდა - საწყის 12 წუთში მის ანგარიშზე ხუთი შედეგიანი პასი იყო.

და მაინც, "კლიპერსმა" ოდნავ ანერვიულა თავისი გულშემატკივარი. საფინალო სირენამდე 10 წუთით ადრე მასპინძლებს 13-ქულიანი უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ "ნეტსმა" მომდევნო 4 წუთი 17:4 მოიგო. "კლიპერსის" ბედად იმ დღეს მოედანზე იყო ჩონსი ბილაპსი, რომელმაც მატჩის დასკვნით ნაწილში 9 ქულა მოიპოვა და უშეცდომოდ ისროლა გადამწყვეტი საჯარიმოები. "ნიუ ჯერსისთვის" ეს იყო მეხუთე წაგება ბოლო ექვს შეხვედრაში.

ჯერჯერობით ვერ დაძლია კრიზისი "ბოსტონმა", რომელმაც გუშინ ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო. "ოკლაჰომასთან" შეხვედრაში "კელტებს" უფრო მეტი აგრესიულობა და მონდომება ეტყობოდათ, მაგრამ მისი ვეტერანი ლიდერების სათამაშო ფორმა ჯერ არ იძლევა რეგულარული ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტის დამარცხების საშუალებას. ზედიზედ მესამე მატჩი ჩააგდო რეი ალენმა, რომელმაც ავადმყოფობის შემდეგ დაკარგა ბომბარდირული ალღო.

სტუმრები თითქმის მთლიანად აკონტროლებდნენ მატჩის მსვლელობას და მეტწილად ინარჩუნებდნენ 7-9-ქულიან უპირატესობას. მაგრამ იყო მომენტები, როცა "ბოსტონს" შეეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა. მაგალითად, საფინალო სირენამდე ხუთი წუთით ადრე, როცა გარნეტისა და პიეტრუსის ("ბოსტონის" საუკეთესო მოთამაშე მეოთხე მეოთხედში) მონდომებით სხვაობა ორ ქულამდე დავიდა. მაგრამ ამან ძალიან გააბრაზა სტუმრები, რომლებმაც "ბოსტონის" ნახევარზე ნამდვილი არტილერია მოაწყვეს.

ჯერ კევინ დურანტმა ჩააგდო შორეული ტყორცნა, შემდეგ კი სეფოლოშამ და უესტბრუკმა ორ-ორი სამქულიანი მოათავსეს კალათში. "სელტიქსი" ასეთი ნოკაუტიდან ვეღარ გამოვიდა. "ბოსტონმა" "დიდი ტრიოს" ჩამოყალიბების შემდეგ პირველად წააგო ზედიზედ ხუთი შეხვედრა.

მემფისი-ჩიკაგო 102:86

28:21, 30:17, 19:28, 25:20

მ: გეი (24+5 მოხსნა+5 პასი), კონლი (20+8 პასი+7 მოხსნა+4 ჩაჭრა), მ. გასოლი (19+10 მოხსნა), სპეიტსი (16+12 მოხსნა).

ჩ: დენგი (20+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), უოტსონი (17), გიბსონი (16+5 მოხსნა+3 დაფარება), ბუზერი (13+7 მოხსნა).

შარლოტი-კლივლენდი 94:102

23:30, 34:16, 20:33, 17:23

შ: ოგუსტინი (24+8 პასი), ჰენდერსონი (17), უაიტი (15+5 მოხსნა), უოკერი (14+5 მოხსნა+4 ჩაჭრა), მალენსი (9+12 მოხსნა).

კ: ირვინგი (25+7 პასი), ჯეიმისონი (20+7 მოხსნა+5 პასი), კასპი (14+7 მოხსნა), ვარეჟაო (14+12 მოხსნა), გი (10).

ფილადელფია-მილუოკი 94:82

31:25, 16:18, 29:19, 28:20

ფ: ჰოლიდეი (24+5 პასი+5 ჩაჭრა), იგუოდალა (21+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), უილიამსი (17+6 პასი), ჰოვსი (11+10 მოხსნა).

მ: ბოგუტი (20+11 მოხსნა+3 დაფარება), ჰარისი (12), ლეიერი (11), უდრიხი (10), ჯექსონი (9+9 მოხსნა+3 ჩაჭრა).

კლიპერსი-ნიუ ჯერსი 101:91

32:17, 21:23, 21:23, 27:28

კ: გრიფინი (23+14 მოხსნა), ბატლერი (20+6 მოხსნა+5 პასი+3 ჩაჭრა), ბილაპსი (20), ფოიე (13+10 პასი), ჯორდანი (12+9 მოხსნა).

ნ-ჯ: ბრუქსი (19+8 მოხსნა), ოქური (15), ჰემფრიზი (14+7 მოხსნა), უილიამსი (14+6 პასი), პეტრო (10).

ბოსტონი-ოკლაჰომა 88:97

17:25, 22:21, 23:26, 25:26

ბ: პირსი (24+5 მოხსნა), პიეტრუსი (14), გარნეტი (12+12 მოხსნა+5 პასი), ო’ნილი (12+11 მოხსნა), რონდო (12+9 მოხსნა+9 პასი).

ო: დურანტი (28+7 მოხსნა), უესტბრუკი (26+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), სეფოლოშა (19+5 მოხსნა+4 ჩაჭრა).

ნიუ იორკი-ორლანდო 93:102

23:17, 28:28, 24:28, 18:29

ნ-ი: ენტონი (33+8 მოხსნა+5 პასი+3 ჩაჭრა), შუმპერტი (12+3 ჩაჭრა), დუგლასი (12), სტაუდმაიერი (10+3 ჩაჭრა).

ო: ანდერსონი (30+7 მოხსნა), რედიკი (21), თურქოგლუ (15), დევისი (12+6 მოხსნა), ნელსონი (8+7 პასი+5 მოხსნა), ჰოვარდი (8+10 მოხსნა).

ვაშინგტონი-ჰიუსტონი 106:114

28:27, 26:31, 21:33, 31:23

ვ: უოლი (38+8 პასი+6 მოხსნა+4 ჩაჭრა), კროუფორდი (17), იანგი (13), ბლეტჩი (11+12 მოხსნა), მაკგი (8+10 მოხსნა+3 დაფარება).

ჰ: მარტინი (25+8 პასი), დალემბერი (20+7 მოხსნა), სკოლა (18+5 მოხსნა), ლოური (16+6 პასი+5 მოხსნა+3 ჩაჭრა).

ნიუ ორლეანი-პორტლენდი 77:84

15:20, 20:17, 16:27, 26:20

ნ-ო: ჯეკი (21), ოკაფორი (12+10 მოხსნა), კამანი (12+6 მოხსნა).

პ: ოლდრიჯი (22+9 მოხსნა), ბატუმი (19+6 მოხსნა), უოლასი (14+7 მოხსნა), მეტიუზი (10), ფელტონი (2+12 პასი+3 ჩაჭრა).

ატლანტა-ტორონტო 93:84

26:18, 24:27, 23:26, 20:13

ა: სმიტი (28+15 მოხსნა), ჯონსონი (27+5 მოხსნა+6 პასი+3 დაფარება), ტიგი (13+6 პასი).

ტ: ბარბოზა (22), კალდერონი (13+11 პასი), ა. ჯონსონი (13+10 მოხსნა), დეროზანი (10), ბატლერი (10), დევისი (7+11 მოხსნა+3 ჩაჭრა+4 დაფარება).

მინესოტა-საკრამენტო 99:86

28:22, 14:24, 25:16, 32:24

მ: ლავი (33+11 მოხსნა), რიდნური (25+9 პასი), ელინგტონი (15), რუბიო (9+8 მოხსნა+8 პასი).

ს: ტორნტონი (12+3 ჩაჭრა), გარსია (12+5 მოხსნა), ტომპსონი (12), სალმონსი (11), კაზინსი (10), ევანსი (9+8 მოხსნა+9 პასი).

აღმოსავლეთი

თ მ წ %

1. ჩიკაგო* 15 12 3 80.0

2. ფილადელფია* 13 10 3 76.9

3. ინდიანა 12 9 3 75.0

4. ორლანდო* 12 9 3 75.0

5. ატლანტა 14 10 4 71.4

6. მაიამი 12 8 4 66.7

7. კლივლენდი 12 6 6 50.0

8. ნიუ იორკი 13 6 7 46.2

9. მილუოკი 12 4 8 33.3

10. ბოსტონი 12 4 8 33.3

11. ტორონტო 14 4 10 28.6

12. დეტროიტი 13 3 10 23.1

13. ნიუ ჯერსი 14 3 11 21.4

14. შარლოტი 14 3 11 21.4

15. ვაშინგტონი 13 1 12 7.7

დასავლეთი

თ მ წ %

1. ოკლაჰომა* 14 12 2 85.7

2. კლიპერსი* 10 7 3 70.0

3. სან ანტონიო* 13 9 4 69.2

4. ლეიკერსი 15 10 5 66.7

5. იუტა 12 8 4 66.7

6. პორტლენდი 13 8 5 61.5

7. დენვერი 13 8 5 61.5

8. დალასი 14 8 6 57.1

9. მემფისი 12 6 6 50.0

10. ჰიუსტონი 13 6 7 46.2

11. მინესოტა 13 5 8 38.5

12. ფინიქსი 12 4 8 33.3

13. გ. სტეიტი 12 4 8 33.3

14. საკრამენტო 14 4 10 28.6

15. ნიუ ორლეანი 13 3 10 23.1

* - დივიზიონის ლიდერი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა
იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს
"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა