საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ესპუართა ანუ სათადარიგო გუნდების გათამაშებაში მე-11 ტურის შეხვედრები გაიმართა
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ესპუართა ანუ სათადარიგო გუნდების გათამაშებაში მე-11 ტურის შეხვედრები გაიმართა. A ჯგუფის ლიდერი ვიქტორ კოლელიშვილის, გიორგი ჯაშიტაშვილისა და გიორგი ჯიმშელაძის "კლერმონი" ერთი თავით მაღლა დგას მეტოქეებზე.

"უმცროსმა ვულკანებმა" შინ "ლიონს" უმასპინძლეს და მშრალი ანგარიშით 59:0 მოუგეს. კოლელიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო. "კლერმონს" 48 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა.

მას 9 ქულით ჩამორჩება ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონი", რომელმაც შინ დაამარცხა "პერპინიანი" - 28:26.

XI ტურში გაიმარჯვა ამ ჯგუფში მოასპარეზე ქართველ მორაგბეთა მესამე გუნდმაც. დავით ლოსაბერიძის "პომ" სტუმრად მოუგო "აჟენს" მინიმალური სხვაობით - 16:15. "პოს" ახლა 21 ქულა აქვს და მეშვიდე ადგილზეა.

A ჯგუფი

აჟენი-პო 15:16, ტულონი-პერპინიანი 28:26, კლერმონი-ლიონი 59:0, ბაიონი-ტულუზი 9:16, ბურგუენი-მონპელიე 7:16.

სატურნირო მდგომარეობა

1. კლერმონი - 48 ქულა, 2. ტულონი - 37, 3. პერპინიანი - 32, 4. აჟენი - 31, 5. მონპელიე - 23, 6. ბაიონი - 21, 7. პო - 21, 8. ტულზი - 18, 9. ბურგუენი - 13, 10. ლიონი - 10.

შედარებით უარესად ასპარეზობენ ქართველ მორაგბეთა გუნდები B ჯგუფში. აქ ყველაზე უკეთესი შედეგი გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლს" აქვს, რომელიც 20 ქულით მეხუთე ადგილზეა. "უმცროსი ალპელები" XI ტურში სტუმრად დამარცხდნენ აუტსაიდერ "მეტრო რასინგთან" - 7:8.

ირაკლი მირცხულავას "ტარბმა" კი შინ მოუგო სატურნირო ცხრილის მეზობელ "ბრივს" - 38:31. ტარბელებს 14 ქულა აქვთ და მე-8 ადგილზე არიან.

B ჯგუფი

მეტრო რასინგი-გრენობლი 8:7, ნარბონი-კასტრი 36:13, ტარბი-ბრივი 38:31, ლა როშელი-სტად ფრანსე 43:22, ბორდო-ბიარიცი 14:29.

სატურნირო მდგომარეობა

1. სტად ფრანსე - 45 ქულა, 2. ლა როშელი - 40, 3. ბიარიცი - 36, 4. ნარბონი - 32, 5. გრენობლი - 20, 6. კასტრი - 20, 7. ბრივი - 18, 8. ტარბი - 14, 9. მეტრო რასინგი - 11, 10. ბორდო - 7.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა