გუშინ თავრიზში მოჭადრაკეთა საერთაშორისო შეჯიბრების მე-7 ტურში გაიოზ ნიგალიძემ თეთრი ფიგურებით კოტანჯნიანს მოუგო
ირანულ თავრიზში მოჭადრაკეთა საერთაშორისო შეჯიბრებაზე ორი ტურის პარტიები გათამაშდა. მე-6 ტურში საქართველოს ნაკრების წევრი ლევან ფანცულაია მასპინძელ მოჭადრაკეთა ლიდერ ეჰსან მაგჰამი ჩაემს შეუთანხმდა ყაიმზე. ასევე, დაზავდნენ ბაჩანა მორჩიაშვილი და ვუგარ რასულოვი (აზერბაიჯანი). დანარჩენმა სამმა ქართველმა გათამაშების ცხრილში თითო ქულა ჩაიწერა: ურფან სევდიმალიევი (აზერბაიჯანი) - გაიოზ ნიგალიძე 0:1, მალხაზ სულაშვილი - ჰუსეინ არიანეჯადი (ირანი) 1:0, ნასერ პურესმაელი (ირანი) - შოთა აზალაძე 0:1. სომეხმა ტიგრან კოტანჯიანმა ერთპიროვნული ლიდერი პურია დარინი (ირანი) დაამარცხა და თავად დაწინაურდა.

გუშინ მე-7 ტურში გაიოზ ნიგალიძემ თეთრი ფიგურებით კოტანჯნიანს მოუგო და 6 ქულით მალხაზ სულაშვილის მძლეველ მაგჰამი ჩაემთან და ვაჰიდ ხალესის (ირანი) დამმარცხებელ პურია დარინისთან ერთად პირველ-მესამე ადგილებს იყოფს.

შოთა აზალაძე და რასულ იბრაჰიმოვი (აზერბაიჯანი) მშვიდობიანად დაშორდნენ ერთმანეთს. სამაგიეროდ, ლევან ფანცულაიამ ჰუსეინ ალ-ალის (ერაყი) გააჩერებინა საათი, ხოლო ბაჩანა მორჩიაშვილმა ორხან აბდულოვს (აზერბაიჯანი) აჯობა. ფანცულაიას, აზალაძესა და მორჩიაშვილს 5,5-5,5 ქულა აქვთ, სულაშვილს - 5 ქულა.

მერვე ტურში ლიდერები ასე დაწყვილდნენ: ჩაემი (6) - დარინი (6), იბრაჰიმოვი (5,5) - ნიგალიძე (6), ფანცულაია (5,5) - ჰოსეინზადენი 5,5), კოტანჯიანი (5,5) - აზალაძე 5,5), მორჩიაშვილი (5,5) - გოლიზადენი (5)... სულაშვილი (5) - სინა ფეილი (5).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა