ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ქართველი მოკრივეები შეკრებაზე იმედიანი განწყობით

ქართველი მოკრივეები შეკრებაზე იმედიანი განწყობით

ნაკრების თავკაცის, რამაზ ფალიანის თქმით შეკრებაზე დაახლოებით 35-მდე სპორტსმენს წაიყვანენ
ქართველმა მოკრივეებმა შარშან ევროპის ჩემპიონატზე სამი ბრინჯაოს მედლის (ზაალ კვაჭატაძე, ჯაბა ხოსიტაშვილი, მიხეილ ბახტიძე) მოპოვების შემდეგ ბაქოში მსოფლიოს ჩემპიონატზე საკუთარი შესაძლებლობები ვერ გამოავლინეს და ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის საგზურებიც ვერ დაიბევეს. ბრიტანეთის დედაქალაქში გასამგზავრებლად მათ ერთი შანსი რჩებათ - 8-13 აპრილს თურქული ტრაბზონი ევროპელთათვის სალიცენზიო საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს. გათამაშდება 26 საგზური: 49 კილოში - 5, 52-ში - 3, 56-ში - 4, 60-ში - 4, 64-ში - 1, 69-ში - 2, 75-ში - 1, 81-ში - 3, 91-ში - 1, +91-ში - 2.

როგორც ვხედავთ, ლიცენზიათა რაოდენობა არც ისე ბევრია, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ თურქებს და ფრანგებს ჯერჯერობით ოლიმპიადის არც ერთი ადგილი არა აქვთ დაჯავნილი, სომხებსა და ბულგარელებს თითო საგზური აქვთ, რუსებს, იტალიელებს, აზერბაიჯანელებსა და ირლანდიელებსაც ოლიმპიური გუნდები ბოლომდე არა ჰყავთ დაკომპლექტებული.

ყოველივეს გათვალისწინებით, საგზურებისთვის ბრძოლა მეტად უშეღავათო იქნება. ამგვარ სიტუაციაში რას აპირებს საქართველოს ნაკრები, ამის შესახებ მისი თავკაცი რამაზ ფალიანი გვესაუბრება:

- სალიცენზიო ტურნირისთვის ინტენსიური მზადება 3 იანვრიდან დავიწყეთ. კობა ფხაკაძე და მიხეილ ბახტიძე ქუთაისში ვარჯიშობენ ზაალ ჯავახაძის ხელმძღვანელობით, იაგო კიზირიას და გოგა კოტუას ფოთში თემურ ოჩიგავა ამეცადინებს, დანარჩენები კი პირადი მწვრთნელების მეთვალყურეობით თბილისში ხვეწენ ოსტატობას. 20 იანვრიდან ბაკურიანს მივაშურებთ საერთო-ფიზიკური მომზადებისთვის.

შეკრებაზე დაახლოებით 35-მდე სპორტსმენს წავიყვანთ როგორც უფროსებში, ისე ახალგაზრდებში. ოთხი თებერვლიდან აბოვიანში სომხებთან ერთად ვივარჯიშებთ და მერე პლოვდივის საერთაშორისო ტურნირზე 10-კაციანი გუნდით გავემგზავრებით. ამ შემადგენლობაში არ იქნებიან შარშანდელი ევროპის პრიზიორები - კვაჭატაძე და ხოსიტაშვილი. ისინი მოყვარულ მოკრივეთა მსოფლიო საკლუბო პირველობაში (ვსბ) მონაწილეობენ: ზაალი ლოს ანჯელესის, ჯაბა კი სტამბოლის კლუბის სპორტულ ღირსებას იცავს.

ისინი მარტიდან შემოგვიერთდებიან და საკუთარ წონებში კონკურენტებთან საკონტროლო ორთაბრძოლების შემდეგ ნაკრებში ადგილს თუ დაიბევებენ, მარტის პირველ დეკადაში ბაქოს საერთაშორისო ტურნირზე მოსინჯავენ ძალებს, მერე ალმათიში ყაზახებთან, მარტის მიწურულიდან კი თურქეთში მასპინძლებთან ერთად გავივლით საწვრთნელ შეკრებებს, 8 აპრილიდან სალიცენზიო ტურნირში ჩავებმებით.

უწინ ოლიმპიადების საგზურებისთვის 3-4 შეჯიბრება მაინც იმართებოდა, ახლა, მსოფლიოს ჩემპიონატის გარდა, მხოლოდ ერთი პაექრობაა, ისიც შეზღუდული კვოტებით. აქამდე წლევანდელი ოლიმპიადის 2-3 საგზურის მოპოვებას ვვარაუდობდით, ამჯერად ერთი ლიცენზიაც დიდი წარმატება იქნება. მთავარია, უიმედოდ არ ვართ. ვფიქრობთ, რომ ლონდონის ოლიმპიადა უჩვენოდ არ ჩაივლის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა

[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!

[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა