ლანჩხუთელები უმაღლესში გადმოსასვლელად ემზადებიან და საამისოდ კარგი გუნდის შეკრებას ცდილობენ
პირველი ლიგის გათამაშების დასრულებამდე 2 ტურით ადრე ლაჩხუთის "გურიამ" უმაღლესი ლიგის პლეი ოფში თამაშის უფლება გაინაღდა. ლანჩხუთელები წლეულს უმაღლესში გადასვლას გეგმავენ და საამისოდ კარგი გუნდის შეკრებაც სურთ.

მთავარ მწვრთნელ გიგლა იმნაძის განკარგულებაში ამჟამად 28 ფეხბურთელია, რომელთაგან ნახევარზე მეტი ადგილობრივია. კლუბს 13 ახალწვეული ჰყავს, თუმცა რამდენს დაიტოვებენ, ჯერ არ გადაწყვეტილა.

აღსანიშნავია "გურიაში" დავით ბაქრაძის გამოჩენა - იგი ბოლოს გორის "დილას" ღირსებას იცავდა. სინჯებზე მყოფთაგან (ანო ჩასემი, მოსიაშვილი, ჩარგეიშვილი, ბაკარანძე, სამსეიშვილი, ხაჩიძე, გედენიძე, საცერაძე, ზურაბ კვარაცხელია, გოგუჩაძე, ჯოხაძე, თორნიკე შალიკაშვილი) ნაწილს უმაღლეს ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს, ანო ჩასემი კი კამერუნელია.

როგორც კლუბის ადმინისტრაციაში გვითხრეს, სინჯებზე მყოფთა ნაწილს დაიტოვებენ და კლუბის გაძლიერებას რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელითაც გეგმავენ. "გურიას" ამ ეტაპზე მეკარის პრობლემა აქვს და რამდენიმე გამოცდილ კიპერთან აწარმოებენ მოლაპარაკებას.

რაც შეეხება ტესტმატჩებს, "გურიამ" ოზურგეთში "მერცხალს" 4:1 მოუგო. 19 იანვარს ლანჩხუთელები გრიგოლეთში ფოთის "კოლხეთს" შეხვდებიან, ხოლო 21-ში ზუგდიდში "ბაიას" ესტუმრებიან.

შეგახსენებთ, რომ 2012 წელი "გურიას" აღორძინების წლად გამოცხადდა და სწორედ ამ ეგიდით იგეგმება კლუბის უმაღლეს ლიგაში გადასვლა და სტადიონის გაკეთება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dudu
რა შუაშია აქ სიტყვა "ეგიდა"? თუ მნიშვნელობა არ იცით, სიტყვას რატო ხმარობთ უაზროდ? თუმცა, ძალიან ბევრი ხმარობს ამ სიტყვას ასევე უაზროდ სხვებიც იმეორებენ. ძალიან გავრცელებული შეცდომაა.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა