ბოლოს ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში" მყოფი ქართველი ნახევარმცველი გორელთა გუნდთან ერთად ვარჯიშს უკვე შეუდგა
გიორგი ილურიძემ მახაჩყალის "ანჟი" დატოვა და საქართველოში დაბრუნდა. 19 წლის თავდამსხმელი რუსულ კლუბში 2010 წლიდან ირიცხება, იყო საქართველოს 17, 19-წლამდელ და ახალგაზრდულ ნაკრებთა კანდიდატი. გიორგიმ რუსეთის პრემიერლიგაში 5 შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ "ანჟიში" სულეიმან კერიმოვის მისვლის შემდეგ მხოლოდ დუბლებში გამოდიოდა.

შესაძლოა, ილურიძემ თამაში გორის "დილაში" გააგრძელოს. შევიტყვეთ, რომ გუნდს უკვე შეუერთდა, მაგრამ ჯერ კონტრაქტი არ გაუფორმებია.

გორში დაიწყებს სეზონისთვის მზადებას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ნათამაშები, მაგრამ ტრავმებისგან გაწვალებული რევაზ ბარაბაძეც. 23 წლის ფეხბურთელს ტრავმების გამო 2008 წლის შემდეგ თითქმის არ უთამაშია. შარშან რუსთავის "მეტალურგში" ჩაირიცხა და, როგორც იქნა, მოედანზე გასვლა ეღირსა, მაგრამ ტრავმა კვლავ გაუმიზეზდა.

და რაც მთავარია, "დილაში" ითამაშებს ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" შემტევი ნახევარმცველი გოჩა ხოჯავა. ეს ყველაფერი "დილას" მთავარმა მწვრთნელმა თემურ მახარაძემ დაგვიდასტურა.

"ბარაბაძე, ილურიძე და ხოჯავა მართლაც ჩვენთან ვარჯიშობენ. ამ უკანასკნელს მართალია, კონტრაქტი არ გაუფორმებია, მაგრამ დღეს ჩვენთან იძუნძულა და საგაზაფხულო ეტაპზე "დილაში" ითამაშებს", - ამბობს მახარაძე.

შესაძლოა ისიც, რომ გუნდში მალე კახა ალადაშვილიც გამოჩნდეს, თუ "ზესტაფონი" მის გაშვებას დათანხმდება. კახას კონტრაქტი ექვს თვეში უმთავრდება და წასვლა სურს. გავრცელდა ხმები, რომ 27 წლის მცველს თბილისის "დინამოში" გასინჯავდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ლაპარაკი ლაპარაკადვე დარჩა.

თავად ალადაშვილი ამ თემაზე კომენტარს თავს არიდებს, მაგრამ ფაქტია, რომ "ზესტაფონში" აღარ ვარჯიშობს. მახარაძემ ალადაშვილისადმი ინტერესიც დაადასტურა, მაგრამ იმერულ კლუბთან საკითხი ჯერ შესათანხმებელიაო.

რაც შეეხება ლაშა სალუქვაძეს, მას "ვოლგასთან" სასამართლო დავა აქვს და საკითხის გადაწყვეტამდე კონტრაქტს ვერ გააფორმებს. თანაც მას რუსეთში სხვა კლუბშიც იწვევენ. ამას გარდა, ლაპარაკია კიდევ ერთი ვოლგელის, ზურაბ არზიანის დამატებაზეც.

გორის "დილა" "ამერის" სტადიონზე დღეს მორიგ საკონტროლო შეხვედრას "გაგრასთან" გამართავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა