ლუგანსკის "ზარიამ" ქართველ ფეხბურთელთან პირობა დაარღვია
რამდენიმე დღის წინ გაცნობეთ, რომ მამუკა ღონღაძეს ლუგანსკის "ზარიასთან" შეთანხმებული ტრანსფერი ჩაეშალა. ლატვიის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ 26 წლის ქართველი თავდამსხმელით უკრაინის პრემიერლიგის სამი კლუბი დაინტერესდა - კრივოი როგის "კრივბასი", ლუგანსკის "ზარია" და ლვოვის "კარპატი", მამუკას სამივე კონტრაქტს ტესტირების გარეშე სთავაზობდა. დეკემბერში მან "ზარიაში" ივარჯიშა კიდეც და იანვრის დასაწყისში კონტრაქტის გაფორმებასაც ელოდა.

"ლუგანსკში 9 იანვარს უნდა გავფრენილიყავი, მაგრამ 5-ში მაცნობეს, რომ "ზარიამ" ჩემი აყვანა გადაიფიქრა. არადა, ყველაფერი გადაწყვეტილი მეგონა, დეკემბერში "ზარიას" პრეზიდენტსა და მწვრთნელს ორწლიან კონტრაქტზეც შევუთანხმდი, მუდმივნომრიან მაისურაზეც და ხელი ხელსაც დავარტყით.

იცოდნენ, ჩემით სხვა კლუბებიც იყვნენ დაინტერესებულები და მითხრეს, სხვამ მილიონიანი კონტრაქტიც რომ შემოგთავაზოს, უკვე ჩვენი ფეხბურთელი ხარ და იმედია, სიტყვიერ შეთანხმებას არ დაარღვევო. მეც იანვარს ველოდი და საქართველოში დასასვენებლად ჩამოვედი. მერე კი ასე მოხდა და გულდაწყვეტილი ვარ", - ამბობს ღონღაძე.

მამუკას თქმით, "ზარიას" გამო ძალიან კარგ წინადადებებზე თქვა უარი:

"უკრაინელებთან მოლაპარაკება რომ დაიწყო, მითხრეს, რომ "კარპატი" და "ზარია" პირდაპირ კონტრაქტს მიფორმებდნენ. ამიტომ ყველა სხვა წინადადებაზე უარი ვთქვი. ყაზახებს უარი ისე ვუთხარი, არც დავლაპარაკებივარ და პირობებიც არ მიკითხავს. ასევე მოხდა უნგრული "ვიდეოტონის" შემთხვევაშიც.

ყველაზე კარგი შემოთავაზება "დაუგავას" პრეზიდენტ ოლეგ გავრილოვისგან იყო: ლატვიის ჩემპიონატის დასრულების დღეს, 30 ოქტომბერს მითხრა, 4 ნოემბერს ვარშავაში "ლეგია" გელოდება და კონტრაქტს გააფორმებ, ასპროცენტიანი ვარიანტიაო. მაგრამ სიტყვა მქონდა მიცემული და სხვასთან მოლაპარაკება არასწორი იქნებოდა".

მისით დაინტერესებულები იყვნენ ქუთაისის "ტორპედო" და თბილისის "დინამო". "ზარიასთან" ჩაშლილი კონტრაქტის შემდეგ დაიწერა კიდეც, ღონღაძე "ტორპედოს" უახლოვდებაო, მაგრამ ფეხბურთელი ამბობს, რომ ლატვიაში ბრუნდება:

"პოლონურ კლუბზე უარის შემდეგ "დაუგავას" პრეზიდენტთან ურთიერთობა დამეძაბა, მაგრამ გუნდის ახლმა მთავარმა მწვრთნელმა რავილ საბიტოვმა ჩემი ჩასვლა მოითხოვა. ახლა ლატვიის ვიზას ველი და, სავარაუდოდ, დაუგავპილსში 20 იანვარს დავბრუნდები. ძალიან არ მინდა, მაგრამ სხვა რა გზაა, გუნდთან კონტრაქტი მხოლოდ 2012 წლის ბოლოს მიმთავრდება".

კლუბებთან მოლაპარაკებისას გაუგებრობა იმანაც გამოიწვია, რომ მამუკა უყურადღებოდ მოიქცა, "დაუგავასთან" ერთწლიანი კონტრაქტის ნაცვლად ორწლიანი გააფორმა და ეს ძვირად დაუჯდა - დარჩენილ ერთ წელიწადში მასში ლატვიელები 100 ათას დოლარს ითხოვენ, არადა, შეეძლო თავისუფალი აგენტი გამხდარიყო.

"წარმოდგენა არ მაქვს, ეს როგორ მოხდა, მეგონა, კონტრაქტი დეკემბერში მიმთავრდებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ლატვიურ კლუბს კიდევ ერთი წლით ვეკუთვნი. გულს იმითღა ვიმშვიდებ, რომ "დაუგავა" ევროპის ლიგაზე ითამაშებს და იქნებ, ყურადღება წლეულსაც მომაქციონ. "დაუგავას" პრეზიდენტსაც ადამიანურად დაველაპარაკები და ავუხსნი, რატომ არ წავედი პოლონეთში და იქნებ, გამიგოს" - გვითხრა ღონღაძემ.

21 გოლით ვირსლიგის ბომბარდირთა დავაში მეორე ლატვიურმა გამოცემა "სპორტცენტრმა" წლის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა, ლატვიის ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა საბჭომ კი სეზონის 22 გამორჩეული მოთამაშის სიაში - საუკეთესო მარჯვენა თავდამსხმელად.

ღონღაძის თქმით, ორიოდე დღის წინ "სპორტცენტრმა" კიდევ ერთხელ გამოარჩია - "სკონტოს" თავდამსხმელ ნათან ჟუნიორთან და "ვენტსპილსის" კაპიტან ოლეგ ლაიზანსთან ერთად ქართველი თავდამსხმელი ლატვიის სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის მოხვდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
გარანტია - ბარკოლა "ლივერპულში" მხოლოდ ერთ შემთხვევაში გადავა
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა