საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები დასკვნითი შეხვედრებისთვის მზადებას აგრძელებს. ოთარ გაბელიამ გუშინ ბიჭები საგურამოში 18 საათზე ავარჯიშა...

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები დასკვნითი შეხვედრებისთვის მზადებას აგრძელებს. ოთარ გაბელიამ გუშინ ბიჭები საგურამოში 18 საათზე ავარჯიშა. ცნობილია, რომ ახალგაზრდულ ნაკრებს თურქებთან და სომხებთან ვერ დაეხმარებიან ნიკა ძალამიძე და ლევან მჭედლიძე. გასაგებია, რომ ამის გამო მთავარი მწვრთნელი ძლიერ იმედგაცრუებულია.

"მჭედლიძე არ ჩამოვიდა. როგორც ემპოლიდან გვაცნობეს, მას ფეხი სტკივა, ფორმაში არ არის და ვერ ჩამოვაო. კი, მაგრამ თუ ფორმაში არ არის და ფეხი სტკივა, კლუბში გუშინ როგორღა ითამაშა?! ლევანს იტალიაში წასვლამდე ველაპარაკე და როგორ არ ჩამოვალო, გახარებული იყო. ეტყობა, კლუბი არ უშვებს... ამას გარდა, ვაწაძე მკურნალობს, ძალამიძემ ფეხი იღრძო და ფეხბურთელების დამატება დაგვჭირდა", - გვითხრა გაბელიამ.

მჭედლიძის ჩამოუსვლელობა მართლაც დამაფიქრებელი და არასასიამოვნო ამბავია. იმედია, საქართველოს ფედერაცია "ემპოლისთან" დალაპარაკებას მოახერხებს, თორემ ფეხბურთელი თამაშობდეს და ამ დროს, ტრავმის მომიზეზებით, კლუბი მას არ უშვებდეს, თვალებში ნაცრის შეყრას ჰგავს...

ტრავმირებულ-ჩამოუსვლელთა ნაცვლად, ახალგაზრდულის სამწვრთნელო შტაბმა ცხინვალის "სპარტაკიდან" ნახევარმცველი თემურ შონია და "ზესტაფონიდან" ფორვარდი რატი წინამძღვრიშვილი გამოიძახა. შეგახსენებთ, რომ შონიამ ბოლო ტურში ბოლნისის "სიონთან" დუბლით გამოიჩინა თავი.

წინამძღვრიშვილის პოტენციალიც არ იწვევს კამათს: რატიმ ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო შეხვედრა 17 წლისამ ჩაატარა, ახალგაზრდულის ლიდერი იყო და საერთოდ, მასზე დიდი იმედებს ამყარებდნენ. ხანგრძლივი ტრავმებისა და ჩავარდნის შემდეგ რატიმ გოლის გემო მეორე ტურში, "სპარტაკთან" მატჩში გაიხსენა - ერთბაშად დუბლი შეასრულა და ახალგაზრდულის მწვრთნელთა ყურადღებაც დაიმსახურა.

რატი ნაკრებში ზუსტად ორი წლის შემდეგ დააბრუნეს. 2008 წლის სექტემბერში, მინსკში, რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან მატჩის შემდეგ ნაოპერაციები მუხლი ხელახლა საოპერაციო გაუხდა და გასული სეზონის დიდი ნაწილი გაუცდა. წინამძღვრიშვილი ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებით გახარებულია:

"რა დასამალია და, ტრავმის შემდეგ კარგა ხანს ბურთის ძველებური შეგრძნება, კოორდინაცია და ბევრი სათამაშო თვისება დაკარგული მქონდა. თამაშსა და ვარჯიშებს ვინ ჩივის, თავს კარგად ვარჯიშებზეც ვერ ვგრძნობდი. ახლაც არ დავფრინავ, მაგრამ როგორც იქნა, ჯანმრთელი ვარ და პირველად ვიგრძენი, რომ ფორმას ვიბრუნებ, ფიზიკურადაც კარგად ვარ. ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა "სპარტაკის" კარში გატანილი გოლები, ამან თავდაჯერება დამიბრუნა. რაც ყველაზე მთავარია, ამ ყველაფერს ნაკრებში გამოძახება დაემატა და ძალიან გახარებული ვარ. არადა, ტრავმის გამო ნაკრების კარი ჩემთვის დაკეტილი მეგონა... შევიცვალე? იცით, ამდენმა ტრავმამ და ასაკის მატებამ თავისთავად იმოქმედა და შემცვალა - მგონი, უკეთესობისკენ. ახლა ვარჯიშებზე ბევრად უფრო მონდომებული ვარ, ვიდრე სამი-ოთხი წლის წინ და იმედია, დიდ ფეხბურთს მალე დავუბრუნდები".

გუშინ "დიორი ეტოდან" შეკრებაზე მხოლოდ მცველი ლაშა თოთაძე გამოცხადდა. გაბელიას ამ შემთხვევაში სადარდებელი არ უნდა ჰქონდეს - გიორგი განუგრავა და თემურ შარაშენიძე აუცილებლად ჩამოვლენ.

"მე დღეს ჩამოვედი, რადგან კლუბში არ ვთამაშობდი. განუგრავა და შარაშენიძე კი 1 სექტემბერს "ფერენცვაროშის" წინააღმდეგ თამაშისთვის დატოვეს. ისინი ხუთშაბათს ჩამოვლენ... სხვათა შორის, ორივე ძალიან კარგ ფორმაშია. ბოლო ტურის მატჩი გიორგიმ უმაღლეს დონეზე ჩაატარა - მოედანზე უდავოდ საუკეთესო იყო. თემურიც ხვდება ძირითადში. სამწუხაროდ, მე არ მათამაშებენ. ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია, მთავარია, რომ "დიორში" კარგი ვითარებაა და სასტარტოში მოხვედრის იმედს არ ვკარგავ", - გვითხრა თოთაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა