იტალიურ საფეხბურთო სამყაროში ზამთრის სატრანსფერო პერიოდს დიდი ამბებით ელოდნენ, თუმცა ამაოდ
იტალიურ საფეხბურთო სამყაროში ზამთრის სატრანსფერო პერიოდს დიდი ამბებით ელოდნენ, მაგრამ ჯერჯერობით, ხმაურიანი ტრანსფერი ფაქტობრივად არც განხორციელებულა. კი ბატონო, ალბერტო ჯილარდინო "ფიორენტინადან" "ჯენოაში" გადავიდა, მარკო ბორიელომ კი "რომა" "იუვენტუსზე" გაცვალა, თუმცა ვერც ერთს და ვერც მეორეს, მეგა-ტრანსფერს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ.

შესაძლოა, ყველაზე ხმაურიანი შეთანხმებები წინ გველოდება, მაგრამ საქმეც მაგაშია, რომ საინტერესო ტრანსფერები აღარც კი ანონსდება.

მაგალითად, კარლოს ტევესი ჯერ "მილანში" გადაჰყავდათ, შემდეგ "ინტერში", დღეს კი ყველაზე აქტუალური არგენტინელი შემტევის ფრანგულ პსჟ-ში გადაბარგებაა. დანარჩენზე ქვემოთ ვისაუბროთ: ჯერ რამდენიმე ყველაზე სანტერესო ცნობას გავეცნოთ, შემდეგ კი სერია A-ს ოცივე გუნდში უკვე შემდგარ გარიგებებს გადავხედოთ.

ინტერი ინარჩუნებს

ბოლო დროს, ძალიან ხშირად ვრცელდებოდა ცნობები ვესლი სნეიდერის "მანჩესტერ იუნაიტედში" შესაძლო გადაბარგების შესახებ, რაც "ინტერის" გულშემატკივრებისთვის შემაშფოთებელი ამბავი გახლდათ. რაც ყველაზე საინტერესოა, ერთ-ერთ ინტერვიუში თავად ჰოლანდიელმა განაცხადა, რომ არის შანსი, ერთ მშვენიერ დღეს მანჩესტერულ გიგანტში აღმოჩნდეს. სნეიდერის კომენტარმა ეჭვები კიდევ უფრო გააღრმავა, მაგრამ "ინტერის" მესვეურები მოვლენათა ასეთ განვითარებას კატეგორიულად გამორიცხავენ. აი, რას ამბობს კლუბის სპორტული დირექტორი

მარკო ბრანკა:

"დიახ, ვესლიმ განაცხადა, რომ ერთ დღეს შეიძლება მანჩესტერში აღმოჩნდეს და ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, რადგან ცხოვრებაში ვერაფერს გამორიცხავ. რაც შეეხება რეალობას, ყველაფერი ბევრად უფრო კარგად არის, ვიდრეს ეს ბევრს ჰგონია - სნეიდერს "ინტერში" სურს კარიერის გაგრძელება და კონტრაქტის ამოწურვამდე არსად წასვლას არ აპირებს. ასე რომ, კარგი იქნება თუ სპეკულაციები ამ თემაზე საბოლოოდ შეწყდება".

კიდევ უფრო ძვირად ფასობდა მაურო სარატეს "ლაციოში" დაბრუნების შესაძლებლობა, მაგრამ ამ ეტაპზე, ეს ცნობაც არ დასტურდება. პირიქით, ბრანკა ამ ამბავსაც კატეგორიულად უარყოფს: "მართალია, სარატეს უჭირს შესაძლებლობების გამოვლენა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არგენტინელს ამ ზამთარსვე შეველევით. მას კიდევ ნახევარი სეზონი აქვს იმისთვის, რომ საუკეთესო თვისებები გამოავლინოს და მისი კონტრაქტის გამოსყიდვის საბაბი მოგვცეს. ზამთარში მაუროს ნამდვილად არ გავუშვებთ და ამ შემთხვევაშიც სრულიად უსაფუძვლო ჭორებთან გვაქვს საქმე".

მილანში მატებაა

კარლოს ტევესზე რა გითხრათ და ჯამელ მესბა უკვე ნამდვილად "მილანელია". 27 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ბოლო სამი წელი "ლეჩეში" გაატარა, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ და ამადაც მიიქცია მასიმილიანო ალეგრის ყურადღება. ხელშეკრულების დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ყველაზე საინტერესო უკვე ოფიციალურად გაცხადდა: ალჟირული წარმოშობის ფრანგი ნახევარმცველი "მილანის" ღირსებას დაიცავს.

აქვე ვთქვათ, რომ სეზონის მეორე ნახევარს "მილანში" გაატარებს ალექსანდერ მერკელიც, რომელიც სწორედ "როსონერის" საკუთრება გახლავთ და ნახევარი წელი იჯარის წესით "ჯენოაში" გაისარჯა. როგორც ჩანს, ალეგრი ბოლომდე კმაყოფილი არ არის ნახევარმცველთა ასპარეზობით და შუა ხაზის გაძლიერებას სწორედ მერკელით აპირებს. 19 წლის გერმანელმა "ჯენოას" შემადგენლობაში 13 შეხვედრა გამართა და თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა, რაც მას "მილანში" დაბრუნებად დაუფასდა. ალექსანდერმა პრესასთან მოკლედ კომენტარი გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ "როსონერიში" მას სათამაშო პრაქტიკა არ მოაკლდება.

დე როსი ტიფოზებს ამშვიდებს

ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი დანიელე დე როსის "რომადან" "ჩელსიში" შესაძლო გადაბარგება გახლავთ. ცნობილი ამბავია, რომ დანიელეს ჯერ კიდევ არ მოუწერია ხელი ახალი ხელშეკრულებისთვის, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ეჭვებს მისი ინგლისში გადასვლის შესახებ. დე როსი "გაძეტა დელო სპორტის" ჟურნალისტს ესაუბრა და გულშემატკივრებს სიმშვიდისკენ მოუწოდა:

"მილიონჯერ მითქვამს, რომ სულით ხორცამდე რომაელი ვარ და მხოლოდ იმ შემთხვევაში დავტოვებ "ჯალოროსის", თუ მშობლიურ გუნდში ჩემს საჭიროებას ვერ ვიგრძნობ. კლუბის მესვეურებთან მოლაპარაკება მქონდა და ყველაფერზე შევთანხმდით, ასე რომ, სანერვიულო არაფერია. როდის გავახანგრძლივებ ხელშეკრულებას? - ამას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, რომ "რომადან" წასვლა თავში აზრადაც არ მომსვლია".

დე როსი რომში რჩება, აი სიმონე პეროტას კი დიდი ალბათობით ახალი კლუბის მოძებნა მოუწევს. "კორიერე დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პეროტა ლუის ენრიკეს გეგმებში ვერ ჯდება და თუ მუდმივად სათადარიგოთა სკამზე ჯდომა არ უნდა, თავს უნდა უშველოს. იყო საუბრები მისი "ბოლონიაში" შესაძლო გადასვლის შესახებ, მაგრამ ემილიური კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა მაურიციო სეტიმ ეს ინფორმაცია უარყო:

"პეროტა ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ შუა ხაზი ისედაც გადატვირთული გვაქვს და ახალი ნახევარმცველების დამატებას არ ვაპირებთ. ვერ გეტყვით საიდან ვრცელდება მსგავსი ინფორმაციები: ხან ლუკა ტონი გადმოჰყავთ ჩვენთან, ხან ვინჩენცო იაკვინტა და ხანაც სიმონე პეროტა - ისეთი შთაბეჭდლება მრჩება, რომ კლუბის სატრანსფერო გეგმებს ჟურნალისტები ადგენენ და არა მე".

ატალანტა

წავიდნენ: პეტინარი (ვარეზე), არდემანი (მოდენა).

მივიდა: არავინ.

ბოლონია

წავიდნენ: ბერნაჩი (ლივორნო), კოდა (სირაკუზა).

მივიდა: რუბინი (ტორინო).

კალიარი

წავიდნენ: მაროკეტი (რეჯინა), ბურაი (ლატინა).

მივიდა: დესენა (სამპდორია).

კატანია

წავიდნენ: ანდუხარი (თავისუფალი აგენტი) კეკო (გროსეტო), შაკა (გროსეტო), პ. ლედესმა (ბოკა ხუნიორსი, არგენტინა).

მივიდა: არავინ.

ჩეზენა

წავიდნენ: რიჩი (სპეცია), მესა (ალავესი, ესპანეთი).

მივიდა: მორასი (სუონსი, ინგლისი).

კიევო

წავიდა: არავინ.

მივიდნენ: პალმერო (მანტოვა), ძამპალონე (ლატინა).

ფიორენტინა

წავიდა: ჯილარდინო (ჯენოა).

მივიდა: არავინ.

ჯენოა

წავიდნენ: კარაჩოლო (ნოვარა), რიბასი (სპორტინგი, პორტუგალია), მერკელი (მილანი).

მივიდნენ: ჯილარდინო (ჯენოა), სკული (ჯენოა).

ინტერი

წავიდნენ: კალდიროლა (ბრეშა), ჯონათანი (პარმა).

მივიდა: არავინ.

იუვენტუსი

წავიდა: ბონიპერტი (კარპი).

მივიდა: ბორიელო (რომა).

ლაციო

წავიდა: სკული (ჯენოა).

მივიდა: რიჩი (პერგოკრემა).

ლეჩე

წავიდა: რეჯიტიმო (სუდტიროლი), მესბა (მილანი).

მივიდა: არავინ.

მილანი

წავიდა: ობამეიანგი (სენტ ეტიენი, საფრანგეთი).

მივიდნენ: მესბა (ლეჩე), მერკელი (ჯენოა).

ნაპოლი

წავიდნენ: რინაუდო (ნოვარა), მასკარა (ნოვარა).

მივიდა: ვარგასი (უნივერსიდადი, ჩილე).

ნოვარა

წავიდა: ლაბრინი (პალერმო).

მივიდნენ: რინაუდო (პალერმო), მასკარა (პალერმო), კარაჩოლო (ჯენოა), იენსენი (თავისუფალი აგენტი).

პალერმო

წავიდა: კაპელეტი (იუვე სტაბია).

მივიდნენ: ლაბრინი (ნოვარა), მეჰმეთი (მალმიო, შვედეთი), ვასკესი (ბელგრანო, არგენტინა), მილანოვიჩი (სიენა).

პარმა

წავიდნენ: ფინოკო (ფონდი), ობიორა (გუბიო).

მივიდნენ: ლოფკვისტი (მელბიუ, შვედეთი), ჯონათანი (ინტერი).

რომა

წავიდა: ბორიელო (იუვენტუსი).

მივიდა: ნ. ლოპესი (ნასიონალი, ურუგვაი).

სიენა

წავიდნენ: მილანოვიჩი (პალერმო), ტროიანელო (სასუოლო).

მივიდა: არავინ.

უდინეზე

წავიდნენ: დიმიტრიევსკი (კადისი, ესპანეთი), გაბრიელი (გრანადა, ესპანეთი).

მივიდნენ: კარასკო (იტალიანო, ჩილე), ფანშონი (თავისუფალი აგენტი), ფერნანდესი (სენტ ეტიენი, საფრანგეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა