თავიდან "რეალი" რონალდომ დააწინაურა, თუმცა მეორე ტაიმში პუიოლისა და აბიდალის გოლებით გამარჯვება კატალონიელებმა მოიპოვეს
წუხელ გამართული ესპანეთის თასის გათამაშების პირველ 1/4-ფინალური შეხვედრა, რომელშიც მადრიდის "რეალი" "ბარსელონას" მასპინძლობდა, კატალონიელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

"სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართულ "კლასიკოში" თავდაპირველად მასპინძლები დაწინაურდნენ. მე-11 წუთზე გოლი "სამეფო კლუბის" პორტუგალიელმა ნახევარმცველმა კრიშტიანო რონალდომ გაიტანა.

ხოსეპ გვარდიოლას შეგირდებმა ანგარიშის გათანაბრება მეორე ტაიმის დასაწყისში შეძლეს. 49-ე წუთზე თავი კარლეს პუიოლმა გამოიჩინა - 1:1. გამარჯვების გოლი კი "ბარსელონას" 77-ე წუთზე ერიკ აბიდალმა მოუტანა.

აღსანიშნავია, რომ "ბარსელონასთვის" ეს ზედიზედ მეშვიდე წაუგებელი შეხვედრაა "სანტიაგო ბერნაბეუზე", რაც კატალონიური გუნდის ყველაზე შთამბეჭდავი სერიაა "სამეფო კლუბთან" სტუმრად დაპირისპირების ისტორიაში.

საპასუხო შეხვედრა ბარსელონაში "კამპ ნოუზე" 26 იანვარს გაიმართება.

ramo
ეტყობა მე სხვა ტელევიზორში ვუყურე.
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა