ირანის თავრიზის საერთაშორისო ტურნირში ხუთი ქართველი მოჭადრაკე მონაწილეობს

ხუთი ქართველი მოჭადრაკე მონაწილეობს ირანის საერთაშორისო ტურნირში, რომელსაც ქალაქი თავრიზი მასპინძლობს.

ჩვენებურებმა მე-8 ტურში ორი პარტია მოიგეს და სამი ყაიმით დაასრულეს. საქართველოს ნაკრების წევრმა ლევან ფანცულაიამ მასპინძელი ნიმა ჰუსეინზადენი დაამარცხა, შოთა აზალაძემ კი შავი ფიგურებით სომეხ ტიგრან კოტანჯიანს გააჩერებინა საათი.

დაზავდნენ: რასულ იბრაჰიმოვი (აზერბაიჯანი) - გაიოზ ნიგალიძე, ბაჩანა მორჩიაშვილი - აშგარ გოლიზადეხი (ირანი) და მალხაზ სულაშვილი - სინა ფეილი (ირანი). თეირანელმა ეჰსან მაგჰამი გაემმა თანამემამულე პურია რადინის დააყრევინა ფარ-ხმალი და 8 შესაძლებლიდან 7 ქულით ერთპიროვნულად დაწინაურდა. ლიდერს ნახევარ-ნახევარი ქულით ქართველები - ფანცულაია, ნიგალიძე და აზალაძე ჩამორჩებიან. მორჩიაშვილს 6 ქულა აქვს, სულაშვილს - 5 ქულა.

მე-8 ტურში დიდ ინტერესს იწვევს აზალაძე (6,5)-გაემის (7), რასულოვ (6)-ფანცულაიას (6,5), ნიგალიძე (6,5)-მორჩიაშვილის (6), აშგაროვ (6)-იბრაჰიმოვის (6), ლარინი (6)-სევდიმალიევის (6) პაექრობები. 13 მოჭადარაკეს 5,5-5,5 ქულა აქვს. სულაშვილი შავი ფიგურებით აფშინ მოგჰადამიანს (ირანი) დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა