გუშინ ბაქოში დამთავრდა მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდი 60 ათასი ამერიკული დოლარი იყო. მთავარი ჯილდო _ 10 ათასი დოლარი ოკეანისგაღმელმა გატა კამსკიმ (აშშ) დაიმსახურა...

გუშინ ბაქოში დამთავრდა მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდი 60 ათასი ამერიკული დოლარი იყო. მთავარი ჯილდო _ 10 ათასი დოლარი ოკეანისგაღმელმა გატა კამსკიმ (აშშ) დაიმსახურა. ბოლო ტურში მან შავი ფიგურებით უკრაინელი ბორის სავჩენკო დაამარცხა და 7,5 ქულით სხვებისთვის მიუწვდომელი გახდა. 6,5-ქულიანი აშგარ გოლიზადეხი (ირანი) და ალექსეი ალექსანდროვი (ბელარუსი) დაზავდნენ, ხოლო აზერბაიჯანელი რაუფ მამედოვი ემილ სუტოვსკის (ისრაელი) დანებდა. ექვსქულიანმა ნიჯათ აბასოვმა (აზერბაიჯანი) თანამემამულე ელთაჯ საფარლის სძლია. ყაიმზე შეთანხმდნენ ილია სმირინი (ისრაელი) და ბარის ეშენი (თურქეთი), ფარიდ აბასოვი (აზერბაიჯანი) და ლელა ჯავახიშვილი. საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრმა ამ დაზავებით 6,5 ქულა მოაგროვა, ქალებში პირველი ადგილი დაიკავა და 600 დოლარიც დაიმსახურა.

დანარჩენ ჩვენებურთა შეხვედრები ასე დამთავრდა: ჯახანგირ აგარაგიმოვი-დავით ჯოჯუა 1:0, ვასიფ დურარბეილი-გიგა ყუფარაძე 1:0, მიტრა ჰეჯაზიპური-მალხაზ სულაშვილი 0:1, გაიოზ ნიგალიძე-აიაზ მამადოვი 0,5:0,5, დავით მაღალაშვილი-შაჰრიარ რახმანოვი 0:1, ნარმინ კაზიმოვა-კონსტანტინე შანავა 0:1, ლუკა პაიჭაძე-თებრიზ იდრისოვი 1:0, შუჯაათ ორუჯოვი-ივერი ჭიღლაძე 1:0, შოთა აზალაძე-ფარიდ ნამაზოვი 1:0, გიორგი ხელაია-ურფან სევდიმალიევი 0,5:0,5.

როგორც აღვნიშნეთ, 9 შესაძლებლობიდან 7,5 ქულით პირველ ადგილზე კამსკი გავიდა, 7-7 ქულით მეორე-მეხუთე ადგილები, შესაბამისად, სუტოვსკიმ, ალექსანდროვმა, გოლიზადეხმა და აბასოვმა გაინაწილეს.

ქალებში ჯავახიშვილის პირველობაზე უკვე ვთქვით. მეორე-მესამე ადგილებზე აზერბაიჯანელი ზეინაბ მამედიაროვა (6 ქულა) და ირანელი მიტრა ჰეჯაზიპური (5,5 ქულა) გავიდნენ.

სხვა ქართველთა მონაგარი კი ასეთია: 17. მალხაზ სულაშვილი (6,5), 22. კონსტანტინე შანავა (6), 24. ლუკა პაიჭაძე (6), 25. გაიოზ ნიგალიძე (6), 31. დავით მაღალაშვილი (5,5), 37. დავით ჯოჯუა (5,5), 4. გიგა ყუფარაძე (5,5), 44. შოთა აზალაძე (5,5), 51. ივერი ჭიღლაძე (5), 84. გიორგი ხელაია (4,5).

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა