ვასილ მაისურაძის გუნდი მინსკში გაემგზავრა, სადაც საერთაშორისო ტურნირში იასპარეზებს
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები დღეს, გამთენიისას მინსკში გაემგზავრა, სადაც საერთაშორისო ტურნირში იასპარეზებს. ვასილ მაისურაძის გუნდის სამზადისის შესახებ "ლელო" სისტემატურად წერდა, ამიტომაც გეხსომებათ, რომ ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა გაფართოებული, 24-კაციანი შემადგენლობა მიიწვია.

საბოლოოდ, ბელარუსში წასაყვანად ეს 18 ფეხბურთელი შეირჩა: ნიკოლოზ შერმადინი, ბექა მელიქიძე, ალეკო ადამია (სამივე - "მეტალურგი", რუსთავი), დავით ჯიქია, ალეკო მზევაშვილი, გიორგი გაბაძე, გიორგი გოროზია, მათე ცინცაძე, დავით დარციმელია, ნიკოლოზ ჭანტურია (ყველა - "ლოკომოტივი", თბილისი), ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიგა სამხარაძე, თორნიკე მაჭავარიანი, ივანე წილოსანი, არჩილ მესხი (ყველა - "დინამო", თბილისი), ნიკოლოზ ახვლედიანი ("ბაია", ზუგდიდი).

განაცხადს მიღმა დარჩნენ ახალწვეული ლეგიონერები - შვედურ "კალმარსა" და "ლაკერბიგოლფში" მოთამაშეები, ნიკა ჩხეიძე და ირაკლი ლომიშვილი, უკრაინული "ობოლონის" წევრი ნიკა მოდებაძე, ასევე სასკო-ს ფეხბურთელი სოსო მალანია და ოლიმპელი ალეკო ჩაკვეტაძე. ნაკრების კაპიტანი გიორგი აბურჯანია კი ბელარუსში იმიტომ ვერ მიდის, რომ სამწვრთნელო შტაბმა საკლუბო კარიერის უკეთ მოსაწყობად გაათავისუფლა.

ჩვენმა 17-წლამდელებმა ბოლო დღეებში ნაყოფიერი შეკრება გაიარეს. დღის პირველ ნახევარში გუნდი ფიზიკურ მომზადებას ეროვნულ სტადიონზე გადიოდა, საღამოობით კი მცხეთაში, "მცხეთა პარკზე" ვარჯიშობდა.

"ლეგიონერებმა ამ ეტაპზე ჩვენი მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს, თუმცა მათზე დაკვირვებას შემდგომშიც განვაგრძობთ. ელიტრაუნდისთვის გუნდის ბირთვი, ფაქტობრივად, უკვე ჩამოყალიბებულია. ვფიქრობ, ამ უმნიშვნელოვანეს გამოცდას საკადრისად შევხვდებით. ჩვენი პოტენციალი მინსკშიც უნდა გამოვავლინოთ, სადაც მხოლოდ და მხოლოდ პირველობისთვის ვიბრძოლებთ", - გვითხრა ვასილ მაისურაძემ.

ელიტრაუნდამდე სხვა ტურნირზე გამგზავრება, ალბათ, ვეღარ მოხერხდება, მაგრამ, სამაგიეროდ, გადაწყდა, რომ მარტში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ლუქსემბურგში გაემგზავრება, სადაც იქაურ თანატოლებთან ორ საკონტროლო მატჩს გამართავს.

ჩვენი ნაკრების საელიტრაუნდე კალენდარი ჯერ არ შედგენილა. შეგახსენებთ, მაისურაძის გუნდი "სიკვდილის ჯგუფში" მოხვდა, სადაც მეტოქეებად ესპანეთი, ინგლისი და უკრაინა ეყოლება. შეღავათი კი ის არის, რომ 26-31 მარტს ჯგუფის თამაშებს თბილისი უმასპინძლებს.

რაც შეეხება მინსკის ტურნირს, იგი 22 იანვარს დაიწყება. ჩვენები A ჯგუფში მოხვდნენ და მათი მეტოქეები ბელარუსის, ბელგიისა და ლატვიის ნაკრებები იქნებიან, რომელთაც, შესაბამისად, 22, 23 და 25 იანვარს ითამაშებენ. 27 იანვარს ფინალში ერთმანეთს ჯგუფების გამარჯვებულები შეხვდებიან, მეორეადგილოსნები კი მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა