სავარაუდო მიზეზი იმისა, თუ რატომ ერიდება თბილისის "დინამო" ვარჯიშებზე მედიის დაშვებას
მალე მამუკა ჯუღელი გორის "დილაში" მნიშვნელოვან თანამდებობაზე დაინიშნება. მახაჩყალის "ანჟისა" და ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ყოფილი სპორტული დირექტორი "დილაში" დასაქმდება. თუმცა იმას, რომ გუნდზე უკვე ზრუნავს, გორში გოჩა ხოჯავასა და გიორგი ილურიძის გამოჩენაც ადასტურებს.

გორში ლაშა სალუქვაძის დამატებასაც იმედოვნებდნენ, მაგრამ მას "ვოლგამ" დიდი პრობლემები შეუქმნა, ისევე, როგორც ტრანსფერზე დაყენებულ სხვა მოთამაშეებს.

გუნდმა სალუქვაძეს, ხოჯავას და გოგუას კონტრაქტის გაწყვეტა, სანაცვლოდ კი დავალიანების დეკემბერში გასტუმრება და თავისუფალი აგენტის სტატუსი შესთავაზა - მათ შვიდი თვის ხელფასი აქვთ ასაღები. მაგრამ არც დავალიანება გაუსტუმრეს და არც გათავისუფლების ფურცელს აძლევენ.

საბოლოოდ, ფეხბურთელებმა "ვოლგას" რუსეთის საფეხბურთო კავშირში უჩივლეს და მათი საკითხი 23 იანვარს განიხილება. ქართველები იმედოვნებენ, რომ რსკ ან უეფა კლუბს თანხის გადახდას დაავალდებულებენ.

სწორედ ეს აბრკოლებთ ფეხბურთელებს - გათავისუფლების ფურცლის გარეშე ახალ კლუბებთან კონტრაქტებს ვერ აფორმებენ - გოგუა - "დინამოსთან", ხოჯავა - "დილასთან" და სალუქვაძე კი - ჩვენთვის ჯერ უცნობ კლუბთან. რუსული მედიის ცნობით, სალუქვაძეს რუსეთის პრემიერლიგის გუნდები იწვევენ, ინტერესს ინარჩუნებს თბილისის "დინამოც", "დილაში" მისი გადასვლა კი ნაკლებად სარწმუნოა.

როგორც ჩანს, სწორედ ეს არის მიზეზი, თუ რატომაც ერიდება თბილისის "დინამო" ვარჯიშებზე მედიის დაშვებას და სურათებსაც თავად ავრცელებს - არადა, გაუგებარი იყო, რას ასაიდუმლოებდა ალექს გარსია ვარჯიშებზე.

მიუხედავად იმისა, რომ გოგუა "დინამოში" ვარჯიშობს, ბარსელონაში გამართულ საკონტროლო მატჩებში ჯერ გუნდს ვერ ეხმარება და მისი ვარჯიშებზე გამოჩენაც არასასურველია. სიფრთხილეს თავი არ სტკივა და, არც კლუბს და არც ფეხბურთელს არ სურთ, შარში თავი გაჰყონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა