გუშინ ავსტრალიის ღია პირველობაზე მეორე წრე დაიწყო და მაყურებელი რამდენიმე მარათონული მატჩის მოწმე გახდა
გუშინ ავსტრალიის ღია პირველობაზე მეორე წრე დაიწყო და მაყურებელი რამდენიმე მარათონული მატჩის მოწმე გახდა.

ერთ-ერთში ურთიერთობას არკვევდნენ დავიდ ნალბანდიანი და ჯონ ისნერი. რა თქმა უნდა, ხანგრძლივობით ეს მატჩი ახლოს ვერ მივიდოდა ისნერისა და ნიკოლა მაუს დაპირისპირებასთან 2010 წლის უიმბლდონზე, მაგრამ ავსტრალიის ღიაზე იმავე ისნერისა და მარინ ჩილიჩის შარშანდელ მატჩთან შედარება სავსებით შესაძლებელი იყო.

უნდა აღინიშნოს, რომ ნალბანდიანმა ახალი სეზონის წინ აშკარად გაიუმჯობესა ფიზიკური ფორმა, დაიგდო ზედმეტი წონა და მზად იყო მარათონული მატჩისთვის. თუმცა მას უფრო მეტი ყურადღება რომ გამოეჩინა და მომენტები არ გაეფლანგა, შეხვედრა გაცილებით სწრაფად დასრულდებოდა.

მას შემდეგ, რაც ისნერმა სტარტზე ბრეიკი გააკეთა და 3:0 წაიყვანა ანგარიში, ნალბანდიანმა თავისი თამაში იპოვნა და რაღაც დროით ინიციატივა მოიპოვა. რვა მომდევნო გეიმიდან დავიდმა შვიდი მოიგო, აქედან სამჯერ ბრეიკი გააკეთა. მაგრამ არგენტინელმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა. ის ოდნავ მოდუნდა, კონცენტრაცია დაკარგა და ჯონს შეტევაზე გადასვლის საშუალება მისცა, რითაც ამერიკელმა კარგად ისარგებლა, ორი ბრეიკი გააკეთა და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

მესამე პარტია ნალბანდიანმა იდეალურად ჩაატარა. მთელი სეტის განმავლობაში მხოლოდ ორი უნებლიე შეცდომა დაუშვა, რამაც 6:2 მოაგებინა.

თითქოს ისნერი უნდა დანებებულიყო - დავიდი ინარჩუნებდა უპირატესობას, ბრეიკ-პოინტებს იღებდა, მაგრამ ამერიკელის მოწოდების აღება ვერ შეძლო. საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, რომლის ბოლო ნაწილი არგენტინელმა ჩააგდო, რის შემდეგაც მისკენ მომავალ ბურთს ჩოგანი ესროლა და კანაღამ ხაზის არბიტრს გაარტყა.

ნალბანდიანმა გაფრთხილება მიიღო და დროებით დატოვა კორტი. დავიდი დამშვიდდა და მეტოქეს შეუტია, მაგრამ ნანატრი ბრეიკი მაინც ვერ აიღო - ისნერს ხან მოწოდება შველოდა, ხან კი ნალბანდიანი მნიშვნელოვან მომენტში შეცდომას უშვებდა. კვანძი მე-16 გეიმში გაიხსნა.

ნალბანდიანმა მორიგი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა, შემდეგ კიდევ ერთი შანსი მიიღო. ისნერის პირველ მოწოდებაზე ხაზის მსაჯმა აუტი დააფიქსირა, მთავარმა მსაჯმა კი კოლეგის გადაწყვეტილება შეცვალა. თავიდან არგენტინელმა ვერ გაიგო რა მოხდა, შემდეგ კი "ჩელენჯი" მოითხოვა.

მსაჯმა უარი უთხრა - მომენტიდან ბევრი დრო გავიდაო. საქმე სუპერვაიზერის გამოცხადებამდე მივიდა, მაგრამ მას არაფერი შეუცვლია. საბოლოოდ, ნალბანდიანმა კონცენტრაცია დაკარგა და ზედიზედ ორი გეიმი წააგო. 4 საათი და 41 წუთი ბრძოლის შემდეგ ისნერმა მესამე წრეში გასვლა იზეიმა, სადაც მას ესპანელ ფელისიანო ლოპესთან მოუწევს ბრძოლა.

გუშინდელი დღის მთავარი მოულოდნელობა გახდა მერვე ნომრად განთესილი მერდი ფიშის წაგება. ის ტოპ-ათეულის პირველი წევრია, ვინც მელბურნი დატოვა. ფიში ყოველთვის ცუდად თამაშობდა ამერიკის ფარგლებს გარეთ, მაგრამ მაინც არავინ ელოდა მის მარცხს ალეხანდრო ფალასგან, თანაც სამ პარტიაში. კოლუმბიელმა ცაციამ ხუთჯერ აიღო ფიშის მოწოდება და ოთხჯერ დათმო თავისი - 7:6, 6:3, 7:6.

სხვა მატჩებში სენსაცია არ მომხდარა. რაფაელ ნადალმა, ტომაშ ბერდიხმა, ხუან-მარტინ დელ პოტრომ და სხვა ფავორიტებმა იოლად გაიმარჯვეს, როჯერ ფედერერმა კი კორტზე გაუსვლელად გააღწია შემდეგ ეტაპზე. მისმა მეტოქემ, გერმანელმა ანდრეას ბეკმა ტრავმის გამო ვერ შეძლო კორტზე გასვლა. საინტერესოა, რომ ეს მატჩი ორგანიზატორებმა მნიშვნელობით მეორე კორტზე დანიშნეს. ეს პირველი შემთხვევაა ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, როცა ავსტრალიის ღიაზე შვეიცარიელის განკარგულებაში არ იყო ცენტრალური კორტი.

ქალთა ბადეში ერთადერთი სიუპრიზი იყო ფრანჩესკა სკიავონეს მარცხი. 2010 წლის როლან გაროსის ჩემპიონმა თავის თანამემამულესთან, რომინა ოპრანდისთან წააგო - 4:6, 3:6. 31 წლის ფრანჩესკამ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა: 35 უნებლიე და ცხრა ორმაგი. ამ მხრივ მსოფლიოს მე-80 ჩოგანი ოპრანდი გაცილებით აკურატული იყო - 16 უნებლიე და არც ერთი ორმაგი შეცდომა.

რომინამ 12-დან ხუთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, იმ დროს, როცა სკიავონემ მხოლოდ ორი ბრეიკი გააკეთა. მესამე წრეში ოპრანდი გერმანელ იულია გორგესს შეხვდება.

გუშინ, კიდევ ორი განთესილი გამოეთიშა ბრძოლას. მე-16 ნომერმა შუაი პენგმა ჩეხ ივეტა ბენეშოვასთან წააგო, განთესვის ბოლო, 32-ე ნომრის მქონე პეტრა ჩეტკოვსკა კი გერმანელ მონა ბარტელთან დამარცხდა. ორივე მატჩში ყველაფერი ორ სეტში გაირკვა.

რაც შეეხებათ ფავორიტებს, მათ არ შეიმჩნიეს თავიანთი მეტოქეები. ვიქტორია აზარენკამ, კიმ კლაისტერსმა და ნა ლიმ ჯამში მხოლოდ ექვსი გეიმი გაიმეტეს თავიანთი მეტოქეებისთვის, აგნიეშკა რადვანსკამ კი ოთხი გეიმი წააგო.

II წრე

კაცები

ალეხანდრო ფალა (კოლ)-მერდი ფიში (აშშ, 8) 7:6(4), 6:3, 7:6(6); ფილიპ კოლშრაიბერი (გერ)-პეპე რიბა (ესპ) 6:0, 4:0 უარი; იენ-ჰსუნ ლუ (ტაივ)-ფლორან სერა (საფ) 7:5, 6:2, 6:2; ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 11)-ბლაჟ კავჩიჩი (სლოვენ) 6:4, 7:5, 6:3; ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ, 13)-ტობიას კამკე (გერ) 4:6, 6:1, 6:1, 3:6, 8:6; ბერნარდ ტომიჩი (ავსტრა)-სემ კუერი (აშშ) 3:6, 6:3, 7:6(3), 4:3; ივო კარლოვიჩი (ხორ)-კარლოს ბერლოკი (არგ) 7:6(4), 3:6, 6:3, 6:4; როჯერ ფედერერი (შვეიც, 3)-ანდრეას ბეკი (გერ) უარი; ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 7)-ოლივიე როხუსი (ბელ) 6:1, 6:0, 7:6(4); კევინ ანდერსონი (ს. აფრ, 30)-სერგეი სტახოვსკი (უკრ) 3:6, 6:1, 7:6(3), 6:3; სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 21)-მარკოს ბაღდატისი (კვიპ) 7:6(3), 6:4, 5:7, 6:1; ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 10)-გრიგორ დიმიტროვი (ბულ) 4:6, 6:3, 6:7(4), 6:4, 6:0; ჯონ ისნერი (აშშ, 16)-დავიდ ნალბანდიანი (არგ) 4:6, 6:3, 2:6, 7:6(5), 10:8; ფელისიანო ლოპესი (ესპ, 18)-ფლავიო ჩიპოლა (იტა) 7:5, 7:6(4), 6:2; ლუკაშ ლაჩკო (სლოვაკ)-დონალდ იანგი (აშშ) 6:3, 6:1, 3:6, 6:3; რაფაელ ნადალი (ესპ, 2)-ტომი ჰაასი (გერ) 6:4, 6:3, 6:4.

ქალები

კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1)-ანა ტატიშვილი (საქ) 6:1, 7:6(4); მონიკა ნიკულესკუ (რუმ, 31)-პოლინ პარმენტიე (საფ) 4:6, 6:4, 6:1; კრისტინა მაკჰეილი (აშშ)-მარინა ერაკოვიჩი (ა. ზელ) 3:6, 7:6(4), 6:3; ელენა იანკოვიჩი (სერ, 13)-კაი-ჩენ ჩანგი (ტაივ) 6:4, 6:2; კიმ კლაისტერსი (ბელ, 11)-სტეფანი ფორტეცი (საფ) 6:0, 6:1; დანიელ ჰანტუხოვა (სლოვაკ, 20)-ლესია ცურენკო (უკრ) 4:6, 6:4, 6:3; ანაბელ მედინა გარიგესი (ესპ, 26)-ოლგა გოვორცოვა (ბლრ) 6:1, 6:0; ნა ლი (ჩინ, 5)-ოლივია როგოვსკა (ავსტრა) 6:2, 6:2; ვიქტორა აზარენკა (ბლრ, 3)-კეისი დელაკუა (ავსტრა) 6:1, 6:0; მონა ბარტელი (გერ)-პეტრა ჩეტკოვსკა (ჩეხ, 32) 7:5, 6:3; ნინა ბრატჩიკოვა (რუს)-ალბერტა ბრიანტი (იტა) 6:2, 6:1; ივეტა ბენეშოვა (ჩეხ)-შუაი პენგი (ჩინ, 16) 6:2, 6:4; რომინა ოპრანდი (იტა)-ფრანჩესკა სკიავონე (იტა, 10) 6:4, 6:3; ჯულია გორგესი (გერ, 22)-ელენი დანილიდუ (საბ) 6:2, 2:0 უარი; გალინა ვოსკობოევა (ყაზ)-ცვეტანა პირონკოვა (ბულ) 6:4, 6:4; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 8)-პაულა ორმაეჩეა (არგ) 6:3, 6:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა
"რაც არ უნდა მოხდეს ტურინში, მე ამ მომენტით უკვე სასწაულად ბედნიერი ვარ" - იანიკ სინერმა წელს მე-8 ტიტული მოიგო
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს