შანხაიში დღეს მშვილდოსანთა მსოფლიოს თასის გათამაშების ბოლო, მეოთხე ეტაპი დაიწყება. ტურნირში საქართველოდან მხოლოდ ქალთა ნაკრები მონაწილეობს, თუმცა...

შანხაიში დღეს მშვილდოსანთა მსოფლიოს თასის გათამაშების ბოლო, მეოთხე ეტაპი დაიწყება. ტურნირში საქართველოდან მხოლოდ ქალთა ნაკრები მონაწილეობს, თუმცა ტრადიციულ სამეულს - ხათუნა ნარიმანიძე, ქრისტინე ესებუა, ასმათ დიასამიძე - ამჯერად მეოთხე მონაწილედ ნათია ცინცაძე დაემატა. შეჯიბრება საკმაოდ ძლიერი უნდა გამოვიდეს - წინასწარი მონაცემებით, ქალთა ოლიმპიურ დისციპლინაში 27 ქვეყნის 83 მსროლელი იასპარეზებს. მართალია, წამყვან ნაკრებთაგან ზოგმა - მასპინძელმა ჩინეთმა, მუდამ ფავორიტმა კორეამ, პოლონეთმა, რუსეთმა, უკრაინამ და სხვებმა ტრადიციას არც ამჯერად უღალატეს და გადახალისებული გუნდები წარადგინეს, არც იტალიელებს ეყოლებათ მოლდოველი რძალი, ბოლო წლებში მსოფლიოს ჩემპიონატებზე აზიელთა ჰეგემონიის დამამხობელი ერთადერთი ევროპელი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ნატალია ვალეევა, მაგრამ სხვები უძლიერესი გუნდებით ჩავიდნენ. ამდენად, ლიდერთა ერთი ჯგუფის არყოფნის მიუხედავად, შეჯიბრება მაინც ძლიერი იქნება.

გუშინ შანხაიში ოფიციალური ვარჯიში გაიმართა, ტურნირი კი დღეს გაიხსნება საკვალიფიკაციო შეჯიბრებით. ამის შემდეგ ყველაფერი ტრადიციულად წარიმართება - შესარჩევში გამოვლენილი პლეი ოფის მონაწილენი ხვალ ასევე ინდივიდუალურ პირველობაში იასპარეზებენ, ზეგ - გუნდურში. ორივე დღეს შეჯიბრებები ნახევარფინალების ჩათვლით გაიმართება, ანუ გამოვლინდებიან ოქროსა და ბრინჯაოს მედლებისთვის მებრძოლი წყვილები, ფინალური სროლები კი 4 სექტემბერს გაიმართება და ამით მსოფლიოს თასის წლევანდელი გათამაშებაც დასრულდება.

აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მშვილდოსნებისთვის მთავარი მაინც 2011-2012 წლების სეზონია, როცა ლონდონის ოლიმპიადის საგზურები გათამაშდება. გაისად ლიცენზიები 2-10 ივლისს იტალიურ ტურინში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიცემა, ოღონდ ადრინდელთან შედარებით ბევრად რთული სისტემით - თუ აქამდე ძირითადი ყურადღება პირად პირველობას ექცეოდა, ამიერიდან მთავარი განმსაზღვრელი გუნდური შეჯიბრება იქნება. ტურინში საგზურს საუკეთესო რვა გუნდი მიიღებს - სამივე წევრზე, მაგრამ თუ ამ ოქტეტში ბრიტანელებიც მოხვდებიან (არადა, ამის შანსი დიდია), მაშინ ვითარება კიდევ უფრო აირევა. მოგეხსენებათ, მასპინძლებს ისედაც ეძლევათ ოლიმპიდაში მონაწილეობის უფლება და საამისოდ ლიცენზიები არ სჭირდებათ, მაგრამ ამ შემთხვევაში საგზურს ავტომატურად მომდევნო - მეცხრე გუნდი კი არ მიიღებს, არამედ IX-XVI ადგილებზე გასულებს შორის ცალკე ტურნირს ჩაატარებენ. სწორედ მისი გამარჯვებული აღმოჩნდება ის მერვე ბედნიერი ნაკრები, რომლის სამივე წევრიც ლონდონში ისვრის. ვისაც ბედი გაისად ხელი მოეცრება, მათ ბედი 2012 წელს უნდა სცადონ - რეგიონულ პირველობებზე, ცალკეული კონტინენტების თუ საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით გამართულ სალიცენზიო ტურნირებში. ამასთან, არის ველური ბარათებიც, თუმცა ვიმედოვნებთ, ჩვენები ლონდონში გამოსვლის უფლებას ბრძოლით მოიპოვებენ.

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა