არადა, 27 წლის შუახაზელის "მილანში" გადაბარგება პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო
"ფიორენტინას" მესვეურები სატრანსფერო ბაზარზე აქტიურად არიან ჩართულნი, მაგრამ ძირითადად, მათი საქმიანობა ფეხბურთელთა სარფიანად გასხვისებით შემოიფარგლება. სწორედ ამად იყო, რომ "ლეჩესთან" საკუთარ მოედანზე წაგების შემდეგ, ჯერ გასახდელში და შემდეგ კლუბის ოფისში შევარდნას გაავებული ტიფოზები ცდილობდნენ... გულშემატკივართა აღშფოთება სრულიად გასაგებია, "ვიოლა" ისედაც ვერ დაიკვეხნის ვარსკვლავური შემადგენლობით და ასეთ დროს, გუნდი წამყვან ფეხბურთელებს ელევა.

ამის ნათელი დადასტურება ალბერტო ჯილარდინოს "ჯენოაში" გადაბარგება გახლავთ. შესაძლოა, სწორედ ტიფოზთა პროტესტი გახდა იმის მიზეზი, რომ რიკარდო მონტოლივო სეზონის დარჩენილ ნაწილს "ვიოლაში" გაატარებს, არადა, 27 წლის შუახაზელის "მილანში" გადაბარგება პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო. აი, რას ამბობს ფეხბურთელის პირადი აგენტი:

"მილანურ გრანდთან მოლაპარაკებები ნამდვილად მიმდინარეობდა, მაგრამ დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მონტოლივო მინიმუმ სეზონის ბოლომდე "ფიორენტინაში" იასპარეზებს. ეს თავად რიკარდოს გადაწყვეტილებაა, რომლისთვისაც მშობლიური გუნდი ყველაზე ძვირფასია.

რა იქნება ზაფხულში? - მოდით, ნუ გავუსწრებთ წინ მოვლენებს, დღეს მონტოლივო "ფიორენტინას" მოთამაშეა და რა იქნება მომავალში, ეს ერთი ღმერთმა იცის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა