"შპორტ ბილდი" ირწმუნება, რომ მიუნხენში ლევანდოვსკიზე სერიოზულად ფიქრობენ
ერთი კვირის წინ, "ბაიერნის" ფრანგი გარემარბი ფრანკ რიბერი დორტმუნდის "ბორუსიას" პოლონელი თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის ქებას მოჰყვა, რამაც მთელი საფეხბურთო გერმანია გააოცა - გერმანიის ჩემპიონში ხომ არაერთი ისეთი ფეხბურთელი თამაშობს, 23 წლის ლევანდოვსკიზე მეტი პოპულარობით რომ სარგებლობს.

"შპორტ ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში რიბერი ამბობდა, დორტმუნდიდან ყველაზე მეტად ლევანდოვსკი მომწონს, ეგ ბიჭი მარიო გიოტცეზე ძვირფას ფეხბურთელად მიმაჩნიაო. ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა მაშინვე იეჭვეს, რომ 28 წლის ფრანგს ეს ან ამდაგვარი ფრაზა "ბაიერნის" ხელმძღვანელებისგან ექნებოდა მოსმენილი...

...და აი, "შპორტ ბილდი" ახალ ნომერში ექსკლუზიურად აქვეყნებს საიდუმლო წყაროზე დაყრდნობით მოპოვებულ ცნობას, რომლის მიხედვითაც, ლევანდოვსკის გვარი რეკორდმაისტერის ბოსების სასურველი მოთამაშეების სიაში მართლაც წერია! ეს ინფორმაცია "ბაიერნში" ოფიციალურად არავის დაუდასტურებია, მაგრამ "შპორტ ბილდი" ირწმუნება, რომ მიუნხენში ლევანდოვსკიზე სერიოზულად ფიქრობენ.

ამაში ალოგიკური არაფერია, რადგან დორტმუნდელთა ტანმაღალი ცენტრფორვარდი ძალიან კარგ სეზონს ატარებს და თუკი შარშან სათადარიგოთა სკამზე იჯდა, მიმდინარე სეზონში 26 ოფიციალურ შეხვედრაში 16 გოლი აქვს გატანილი. თანაც, რობერტი, რომელსაც "პოლონელ ფერნანდო ტორესს" უწოდებენ, ზუსტად მარიო გომესის სტილის თავდამსხმელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა