განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ჭადრაკში მსოფლიოს მეცამეტე ჩემპიონმა, დიდოსტატმა გარი კასპაროვმა თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს
გუშინ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ჭადრაკში მსოფლიოს მეცამეტე ჩემპიონმა, დიდოსტატმა გარი კასპაროვმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც საქართველოში მოზარდთა ინტელექტუალური აზროვნებისა და ლოგიკის განმავითარებელი სპორტის სახეობის - ჭადრაკის პოპულარიზაციას ითვალისწინებს.

მომერანდუმის ფარგლებში ჭადრაკის "ოსკარის" თერთმეტგზის მფლობელი გარი კასპაროვი საქართველოში ბრძენთა თამაშით დაინტერესებულ მოსწავლეებს სწავლების მისეულ პროგრამას შესთავაზებს, რომელიც გულისხმობს ჭადრაკის სწავლებას კომპიუტერული მეთოდით და საქართველო მსოფლიოში პირველი ქვეყანა იქნება, სადაც ეს მეთოდი დაინერგება.

ამის საშუალებას ჩვენი ქვეყნის სკოლებში არსებული თანამედროვე ინფრასტრუქტურა და საინფორმაციო-ტექნოლოგიური აღჭურვილობა იძლევა.

კასპაროვი დარწმუნებულია, რომ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ჭადრაკის დანერგვა სწავლების ხარისხს გააუმჯობესებს: "როცა ბავშვის აღზრდაში ჭადრაკი ერთვება, მას სამყაროზე უკეთესი წარმოდგენა ექმნება და აზროვნებას იწყებს, რადგან ჭადრაკის თამაში ანალიზს მოითხოვს. გარდა ამისა, ის ბავშვს პასუხისმგებლობას, სიფრთხილესა და დადგენილი წესების მკაცრად დაცვას აჩვევს, რაც საბოლოოდ სწავლის ხარისხზე აისახება. ჭადრაკის სწავლების დანერგვა ქვეყანას არაერთი ნიჭიერი ადამიანის წარმოჩენაში დაეხმარება".

გარი კასპაროვი, ასევე, მიიჩნევს, რომ ჭადრაკი არის არამარტო სპორტის სახეობა, არამედ განათლების სისტემის გაუმჯობესების ახალი და იაფი საშუალება.

2010-2011 სასწავლო წლიდან საქართველოს სკოლებში სპორტის გაკვეთილები დაინერგა. სახეობებს სკოლები სურვილისამებრ ირჩევენ, ჭადრაკი დღეს 800-ზე მეტ სკოლაშია, რაც სპორტის ამ სახეობის აქტუალობაზე მიუთითებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა