კახა ცხადაძის გუნდი თურქულ შეკრებაზე მეორე ბუნდესლიგის "კარსლსურეს" ამხანაგურად გაეჯიბრა
აზერბაიჯანის ჩემპიონატში, ისე როგორც ჩვენთან, შესვენებაა და იქაური გუნდების უმრავლესობა შეკრებას უცხოეთში გადის. გამონაკლისი არც ბაქოს "ინტერია" - აზერბაიჯანის ჩემპიონატში მეორე ადგილზე მყოფი გუნდი უკვე ხუთი დღეა თურქეთის ქალაქ ბელეკში იმყოფება შეკრებაზე.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდს ქართველი სპეციალისტები - კახა ცხადაძე და გიორგი ჩიხრაძე წვრთნიან, ხოლო ოთხი ქართველი ფეხბურთელი "ინტერის" ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეები არიან.

"ინტერმა" გუშინ პირველი საკონტროლო მატჩი ჩაატარა მეორე ბუნდესლიგის წარმომადგენელ "კარლსრუეს" გუნდთან, სადაც 34 წლის ალექსანდრე იაშვილი ასპარეზობს. იაშვილმა ძირითადში დაიწყო თამაში, ისე როგორც "ინტერის" ქართველებმა: 32 წლის გიორგი ლომაიამ, 30 წლის ილია კანდელაკმა, 32 წლის ვალერი აბრამიძემ და 24 წლის ბაჩანა ცხადაძემ.

აღსანიშნავია, რომ "კარლსრუემ" მთელი შეხვედრა ძირითადი შემადგენლობით ითამაშა და გერმანული გუნდის ქართველმა კაპიტანმა ალექსანდრე იაშვილმა მოედანზე 90 წუთი გაატარა, რაც შეეხება "ინტერის" ქართველებს, ჩვენმა ოთხეულმა მოედანზე მხოლოდ პირველი ტაიმი დაჰყო. მატჩი კარლსრუეს გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ გერმანული გუნდის კარში ის ერთადერთი გოლი ბაჩანა ცხადაძემ თერთმეტმეტრიანით გაიტანა.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: "კარლსრუეს" მთავარი მწვრთნელი 48 წლის იორნ ანდერსენი (თავის დროზე ნორვეგიის ნაკრების წამყვანი ფორვარდიც რომ იყო) და მისი ქართველი კოლეგა ბაქოს "ინტერის" თავკაცი კახა ცხადაძე 1992-94 წლებში ერთად თამაშობდნენ ფრანკფურტის "აინტრახტში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა