29 წლის სარა ბურკი სოჭის 2014 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედლის მთავარი პრეტენდენტი იყო

აკრობატულ ფრისტაილში კანადის ნაკრების ლიდერი, 29 წლის სარა ბურკი, რომელიც ვარჯიშზე დაცემის შემდეგ კომაში იმყოფებოდა, სოლტ-ლეიკ სიტის საავადმყოფოში გონსმოუსვლელად გარდაიცვალა.

ბურკი ამერიკულ პარკ სიტიში 10 იანვარს პირუეტის შესრულებისას დაიმტვრა, სადაც მსოფლიოს ექსტრემალური თამაშებისთვის ემზადებოდა.კომაში მყოფი სპორტსმენი ვერტმფრენით სოლტ-ლეიკ სიტის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მედიკოსების თქმით, ბურკის სიკვდილის მიზეზი ტვინის დაზიანება გახდა, რომელიც გულის გაჩერების შემდეგ ჟანგბადის უკმარისობამ გამოიწვია. სპორტსმენი 29 წლის იყო.

სარა ბურკი ჰაფპაიპში მსოფლიოს 2005 წლის ჩემპიონატის ოქროს მედალოსანი იყო, ასევე სუპერპაიპში მსოფლიოს ექსტრემალური თამაშების ოთხგზის გამარჯვებული.

სპეციალისტები ბურკს სოჭის 2014 წლის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლის მთავარ პრეტენდენტად მიიჩნევდნენ.

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა