ურუგვაელებთან მოახლოებული მეოთხედფინალური დაპირისპირების წინ განელებს საკადრო პრობლემები თავზესაყრელად აქვთ. განის ნაკრების ბოლო ფეხბურთელი, რომელიც დაშავდა, გუნდის ლიდერი ასამოა გიანია...

ურუგვაელებთან მოახლოებული მეოთხედფინალური დაპირისპირების წინ განელებს საკადრო პრობლემები თავზესაყრელად აქვთ. განის ნაკრების ბოლო ფეხბურთელი, რომელიც დაშავდა, გუნდის ლიდერი ასამოა გიანია. მან ტრავმა ერთ-ერთ სანაკრებო ვარჯიშზე მიიღო, მაგრამ როგორც თავად აცხადებს, მეოთხედფინალში თამაშს აუცილებლად შეძლებს. "ფეხი მტკივა, მაგრამ არა უშავს. საქმე საგანგაშოდ არაა და ურუგავისთან ბრძოლისთვის მზად ვარ", - ამბობს გიანი, რომლის გოლმაც განელებს მეოთხედფინალის საგზური მოუტანა.

თავს კარგად ვერც ამერიკელთა კარში პირველი გოლის გამტანი კევინ-პრინს ბოატენგი გრძნობს, რომელსაც მერვედფინალურ მატჩში მუხლის მყესები დაეჭიმა. ექიმები მის მდგომარეობას გიანისაზე რთულად აფასებენ, მაგრამ ურუგვაის წინააღმდეგ თამაშის შანსი ბოატენგსაც აქვს.

სამაგიეროდ, მეოთხედფინალს ნამდვილად გამოტოვებენ მცველი ჯონათან მენსა და ნახევარმცველი ანდრე აიუ, რომლებმაც აშშ-სთან შეხვედრაში ზედმეტ გაფრთხილებებს გამოჰკრეს ხელი და შესაბამისად, დისკვალიფიცირებულნი არიან.

დაშავებულია განელთა ძირითადი ცენტრალური მცველი ისააკ ფორსა, რომელსაც სამხრეთაფრიკულ მუნდიალზე მხოლოდ სერბეთთან სასტარტო მატჩის ჩატარება დასცალდა. ამდენი საფიქრალის მიუხედავად, კარგ ხასიათზეა განელთა ნახევარმცველი სტივენ აპია:

"მეც და ჩემი თანაგუნდელებიც შესანიშნავ განწყობაზე ვართ. წნეხისგან თავის დაღწევას იოლად ვახერხებთ, როცა საჭიროა, ფეხბურთზე საერთოდ არ ვფიქრობთ და ვცდილობთ, სხეულიც და გონებაც მაქსიმალურად დავასვენოთ. თუმცა ამასთან ერთად, დისციპლინასაც სრულად ვიცავთ. თუკი სხვა გუნდის ფეხბურთელები გამარჯვების შემდეგ სასტუმროდან გადიან და გვიან იძინებენ, განის ნაკრების ფეხბურთელებს საკმარისად სძინავთ, მაგრამ ამავდროულად, ცოლებთან და მეგობარ გოგონებთან განმარტოვების უფლებაც აქვთ. მოკლედ, ყველა პირობა გვაქვს იმისთვის, რომ განური ფეხბურთის ისტორია შევქმნათ".

ლევან ჯანეზაშვილი

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა