ავსტრალიელი მეკარის მარკ შვარცერის "ფულჰემიდან" "არსენალში" გადასვლის საქმიდან არაფერი გამოვიდა - 37 წლის გოლკიპერი "კრეივენ კოტეჯზე" რჩება.

ავსტრალიელი მეკარის მარკ შვარცერის "ფულჰემიდან" "არსენალში" გადასვლის საქმიდან არაფერი გამოვიდა - 37 წლის გოლკიპერი "კრეივენ კოტეჯზე" რჩება. რატომ არ შედგა გარიდება ლონდონის კლუბებს შორის? ბანალური მიზეზის გამო: "მეთოფეები" 2 მილიონ ფუნტს იძლეოდნენ, "ფულჰემს" კი მეტი უნდოდა და გაჯიუტდა. მოგეხსენებათ, თავად შვარცერს გული "არსენალისკენ" მიუწევდა, მაგრამ ვერაფერს რომ გახდა დამშვიდდა. ამრიგად, ავსტრალიელი ძველ გუნდში დარჩა, რაც ძალიან ეწყინა დევიდ სტოკდეილს, მეკარეს, რომელიც ამიერიდან, ალბათ მისი სათადარიგო გახდება, არადა იმედოვნებდა, რომ ძირითადში ითამაშებდა და ინგლისის ნაკრების მწვრთნელებს მოაწონებდა თავს.

ასე და ამგვარად, 11 სექტემბერს, პრემიერლიგის მეოთხე ტურში, "ფულჰემისა" "ვულვერჰემპტონის" შეხვედრაში შვარცერი კვლავ თავის ჩვეულ ადგილს დაიკავებს. დასავლეთ ლონდონელთა მწვრთნელმა მარკ ჰიუზმა ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა:

"კლუბში მარკის მდგომარეობაზე ბევრჯერ ვილაპარაკეთ და გადავწყვიტეთ, რომ მის გაყიდვას დატოვება გვერჩივნა. გვესმის, რომ "არსენალს" მეკარეებთან დაკავშირებით სპეციფიური სიტუაცია აქვს, ჩრდილო ლონდონელები შვარცერის შეძენით ძალიან გახლდნენ დაინტერესებულნი, მაგრამ ჩვენ გოლკიპერთან გამოთხოვება ნამდვილად არ გვაწყობდა".

შემდეგ უელსელმა სპეციალისტმა "ფულჰემის" თავდამსხმელის ბობი ზამორას შესახებაც თქვა: "კარგ ფეხბურთელებზე ყოველთვის ნადირობენ, ამიტომ ინტერესი, რომელსაც სხვა კლუბებში ბობი ზამორა იწვევდა ნამდვილად არ გაგვკვირვებია, თუმცა მასტან დაკავშირებით იმთავითვე ნათლად ვამბობდით: ზამორა ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და არ გავყიდით".

ზამორას გადაბირებით "ლივერპული" იყო დაინტერესებული. სხვათა შორის, თავად "ფულჰემსაც" ჰქონდა ბაზარზე ინტერესი - "მანჩესტერ სიტის" პარაგვაელი თავდამსხმელის როკე სანტა კრუსის ყიდვა უნდოდა, მაგრამ არც ამ საქმიდან გამოვიდა რამე.

"ჩვენ სანტა კრუსის ფასი გავიკითხეთ, მაგრამ იმაზე მეტს, რისი საშუალებაც გვაქვს, ნამდვილად ვერ გადავიხდიდით"

ლელო

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა