როგორც იქნა, ვუვუზელებთან ბრძოლამ მასშტაბური ხასიათი მიიღო – უეფამ საფეხბურთო გულშემატკივრებს თავისი ეგიდით ჩასატარებელ ყველა ოფიციალურ მატჩზე ამ სამხრეთაფრიკული დუდუკების გამოყენება აუკრძალა.

როგორც იქნა, ვუვუზელებთან ბრძოლამ მასშტაბური ხასიათი მიიღო – უეფამ საფეხბურთო გულშემატკივრებს თავისი ეგიდით ჩასატარებელ ყველა ოფიციალურ მატჩზე ამ სამხრეთაფრიკული დუდუკების გამოყენება აუკრძალა. აკრძალვა ეროვნული ნაკრებების მატჩებსაც ეხება და საკლუბოსაც – როგორც ჩემპიონთა ლიგაში, ისე ევროპის ლიგაშიც.

როგორც მოგეხსენებათ, საფეხბურთო სამყარომ ეს საყვირები სამხრეთ აფრიკაში გამართულ კონფედერაციათა თასის ტურნირზე გაიცნო. უკვე მაშინ გაჩნდა სამართლიანი შეშფოთება, რომ ამ საყვირების ხმა ფეხბურთის ჭეშმარიტ მოყვარულებს სერიოზულ დისკომფორტს შეუქმნიდა მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის მსვლელობისას.

ასეც მოხდა – ვუვუზელების საშინლად მონოტონურმა და გამაღიზიანებელმა "ჰანგებმა" არამხოლოდ გულშემატკივრები შეაწუხა, არამედ ფეხბურთელებიც და ტელეკომპანიების პერსონალიც.

რაც შეეხება აკრძალვას, უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ ის გააკეთა, რაც მის კომპეტენციაში შედიოდა – ევროპის კონტინენტზე ეს არასაფეხბურთო საკრავი მაქსიმალურად შეზღუდა. ზოგიერთმა ევროპულმა ფედერაციამ და ცალკეულმა კლუბებმა ასევე აკრძალეს სტადიონებზე ვუვუზელების შეტანა – აქაოდა, საფეხბურთო ხულიგნებს ვუვუზელების გამოყენება არაპირდაპირი დანიშნულებითაც შეუძლიათ და ამ "მუსიკალური ინსტრუმენტის" ჩხუბში გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების საფრთხეს შეიცავსო. პლატინის ორგანიზაციამ კი ჭეშმარიტი მიზეზის დასახელება გაბედა: "უეფა ევროპაში გულშემატკივრების მიერ ვუვუზელების გამოყენებას მიუღებლად მიიჩნევს, რადგან მათი ხმაური ფანების ტრადიციულ სიმღერებსა და მოედანზე განვითარებულ მოვლენებზე ემოციონალურ რეაქციას ახშობს".

მაგრამ პლატინიმ მხოლოდ ბებერი კონტინენტის დაცვა შეძლო, თორემ ფიფას ბრძენმა პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა მუნდიალის მსვლელობისას საზოგადოების პროტესტს წაუყრუვა და ასეთივე სანქციის შემოღებაზე კატეგორიული უარი თქვა. "ფიფა ვერ აკრძალავს სტადიონებზე ვუვუზელების შეტანას – ვუვუზელები ხომ სამხრეთ აფრიკის ხალხების კულტურის განუყოფელი ნაწილია", - ასეთი იყო ჰერ ბლატერის, რბილად რომ ვთქვათ, უკბილო არგუმენტი.

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა