ფიფას პრეზიდენტი: "რუსეთი უფრო მეტად არის მზად მუნდიალის სამასპინძლოდ, ვიდრე ბრაზილია"
ფიფას პრეზიდენტ ზეპ ბლატერს უკვე ყველა მხრიდან უტევენ - კრიტიკოსთა რიგებს ფეხბურთის მეფე პელე შეემატა.

ბრაზილიელ ლეგენდასთან ინტერვიუ ფრანგულმა "ლე მონდმა" ჩაიწერა. მას ბრაზილიურ ფეხბურთში გამეფებულ კორუფციაზე შეეკითხნენ და, აი, რა უპასუხა გაზეთს პელემ:

"გაწმენდა ნამდვილად საჭიროა, მაგრამ არა მხოლოდ ბრაზილიური ფეხბურთის. ახლა ძალიან კარგი დროა, დაიწყოს ფიფას გაწმენდა, თავიდან ბოლომდე".

ბოლო წლებია ფიფა და კორუფცია ლამის სინონიმებად იქცა, ბლატერის მმართველობა კი უკვე ბევრ ეჭვს ბადებს, მიუხედავად თითქოსდა განხორციელებული მკაცრი ზომებისა - აზიური ფეხბურთის ყოფილი ბოსი მოჰამედ ბინ ჰამამი სამუდამოდ ჩამოცილებულია ფეხბურთს, მას მერე, რაც მექრთამეობაში ამხილეს.

სხვათა შორის, ფოტო, რომელსაც გთავაზობთ, სადაც ბლატერსა და პელეს შორის კოლუმბიელი მომღერალი შაკირაა, სულ ახალია - 9 იანვრის...

სამგზის მსოფლიოს ჩემპიონმა (1958, 1962, 1970) კბილი ლეო მესისაც გაკრა. კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ჯერ ძალიან ადრეა არგენტინელს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი ვუწოდოთ:

"ის დიდი ფეხბურთელია, როცა 1 283 გოლს გაიტანს, მოიგებს სამ მუნდიალს, მერე ვილაპარაკოთ მის საუკეთესოობაზე".

ამასობაში ბლატერი პელეს სამშობლოს უტევს

ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა სკანდალური განცხადება გააკეთა - ის ძალიან უკმაყოფილოა ბრაზილიის საორგანიზაციო კომიტეტის საქმიანობით და შიშობს, რომ ბრაზილია ხეირიანად ვერ უმასპინლებს მუნდიალს, რომელიც 2014 წელს უნდა გაიმართოს.

რაც მთავარია, ბლატერმა ეს განცხადება რუსეთში ვიზიტისას გააკეთა:

"ვფიქრობ, რომ აქ საქმეები წინ არის წასული და ბევრი რამ მაკმაყოფილებს. ჩემი აზრით, რუსეთი ახლა უფრო მეტად არის მზად მუნდიალის სამასპინძლოდ, ვიდრე ბრაზილია. ჩვენ ბრაზილიელთა მზადებაში გაცილებით მეტი პრობლემა შევნიშნეთ", - განაცხადა ფიფას თავკაცმა.

წარმოიდგინეთ, ბრაზილიის მუნდიალი კარს მოგვადგა, რუსეთმა კი ტურნირს 2018 წელს უნდა უმასპინძლოს!

ბლატერის აზრით, ბრაზილიელებს ჯერ ვერ მოუგვარებიათ სატრანსპორტო პრობლემები, აეროპორტები მოძველებულია, გზები არ ვარგა, საზოგადო ტრანსპორტის საკითხთა დიდი ნაწილი ისევ პრობლემატურია. შეგახსენებთ, რომ პელე 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მსოფლიო ელჩია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა