საქართველოს მორაგებთა ნაკრების ახალზელანდიელი მწვრთნელები მილტონ ჰეიგი და კრის გიბსი თბილისში არიან
გუშინ თბილისში ჩამოვიდნენ საქართველოს მორაგებთა ნაკრების ახალზელანდიელი მწვრთნელები მილტონ ჰეიგი და კრის გიბსი.

შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნების" თავკაცის პოსტზე შოტლანდიელ რიჩი დიქსონს მილტონ ჰეიგი შეეცვლის, კრის გიბსი კი მისი ასისტენტი იქნება, რომელიც ძირითადად შერკინების მოთამშეებთან იმუშავებს. ჰეიგის თანამშემწეები იქნებიან ასევე ილია მაისურაძე და ილია ზედგინიძე.

ახალზელანდიელი მწვრთნელები ნაკრების გარდა სარაგბო აკადემიაშიც იმუშავებენ, სადაც სწავლება ახალი სისტემით წარიმართება. ჰეიგი და გიბსი სემინარებს ჩაუტარებენ როგორც ასაკობრივი ნაკრებების, ისე ქართული კლუბების მწვრთნელებს. ხელშეკრულების მიხედვით, ყოველი წლის ბოლოს რაგბის კავშირი მწვრთნლების მუშაობას შეაფასებს, რომლის შედეგადაც გადაწყვეტს, გაუგრძელოს თუ არა კონტრაქტი ახალზელანდიელებს.

"ბორჯღალოსნების" ახალმა მწვრთნელებმა მოკლე კომენტარები აეროპორტშივე გააკეთეს.

მილტონ ჰეიგი: "საქართველოს ნაკრები კარგი, ძალიან საინტერესო გუნდია. ეს თქვენმა ნაკრებმა ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშებაშიც დაამტკიცა. გუნდის ყველა თამაშს ყურადღებით დავაკვირდი და საკმაოდ დიდი პოტენციალი დავინახე. სწორედ ამიტომ დავთანხმდი საქართველოს ნაკრებში მუშაობაზე.

ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია ერთად კიდევ უფრო წარმატებულად ვიასპარეზოთ საერთაშორისო არენაზე."

კრის გიბსი: "საქართველოს ნაკრებში მუშაობა კარგი შესაძლებლობაა ჩვენი ცოდნა გამოვამჟღავნოთ. ვფიქრობთ, ამ გუნდს კარგი მომავალი აქვს. ჩვენთვის პატივია ასეთი სერიოზული გამოწვევის მიღება."

დღეს ახალზელანდიელი მწვრთნელები რაგბის კავშირის პრეზიდენტ - გიორგი ნიჟარაძესთან ერთად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა - ვლადიმერ ვარძელაშვილმა მიიღო.

მინისტრთან შეხვედრაზე, რომელსაც ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე - დავით ნამგალაური, რაგბის კავშირის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი - ბაჩო ხურციძე, ეროვნული ნაკრების მენეჯერი - ვასილ აბაშიძე და ეროვნული გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელი - რიჩი დიქსონი ესწრებოდნენ, საუბარი იყო რაგბის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის შესრულებაზე და ასევე ახალზელანდიელი მწვრთნელების მხრიდან ეროვნულ ნაკრებთან მუშაობაზე.

საქართველოს ნაკრები ერთა თასის წლევანდელი გათამაშების პირველ მატჩს 4 თებერვალს, დნეპროპეტროვსკში გამართავს უკრაინის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც ქართველი მწვრთნელი ზაზა ლეჟავა თავკაცობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

omar korgazakhia
წარმატებები ახალ მწვრთნელებს!!! ჯაბა ბრეგვაძე ტულუზამ ჯოკრად დაიმატა და ნაკრების ჰულერი საფრანგეთის ყველაზე ძლიერ და ტიტულოვან გუნდში ითამაშებს, კარგი იქნებოდა სტატიას თუ მოამზადებდით... http://www.le10sport.com/rugby/france/top14/bregvadze-joker-du-stade-toulousain-57417
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა