კვიპროსული გუნდი "გაგრას" 21 წლის მარცხენა ნახევარმცველის კანდიდატურას დავით კვირკველიას გადაბირებამდე განიხილავდა
"გაგრა" ანთალიაში გადახალისებული შემადგენლობით მიემგზავრება. რა უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, ახლა გუნდის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მოთამაშე ახალგაზრდა ნიკოლოზ ჯიშკარიანია, რომელიც "გაგრაში" 2010 წლის იანვარში თბილისის "დინამოდან" გადავიდა და მას მერე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი და გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.

ნიკა ჯერ მხოლოდ 21 წლისაა, მაგრამ საკმაოდ ბევრი მოასწრო - "გაგრასთან" ერთად გახდა საქართველოს თასის მფლობელი, ითამაშა ევროტურნირში და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებში.

ცნობილია, რომ ევროპის ლიგაში "გაგრას" ყოფილმა მეტოქემ, კვიპროსულმა "ანორთოსისმა"ახლახან მარცხენა მცველის პოზიციაზე საქართველოს ნაკრების წევრი დავით კვირკველია აიყვანა, მანამდე კი "გაგრას" მარცხენა ნახევარმცველის კანდიდატურა განიხილებოდა: კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა ნიკას ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც ამ საკითხზეც იყო ლაპარაკი და ცნობილი გახდა, რომ მისი შეძენა კიდევ რამდენიმე კლუბს სურდა.

"ზაფხულში რამდენიმე ევროპული კლუბი მართლაც დაინტერესდა, მათ შორის "ანორთოსისიც". მაგრამ შემდეგ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა, მიზეზი კი არ ვიცი.

დაინტერესება ახლაც არის, მაგრამ წინასწარ ლაპარაკი არ მინდა. თუმცა ახლა წასვლაზე არ ვფიქრობ, "გაგრაში" ვთამაშობ და ჩემი მოვალეობაა, გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო", - ამბობს ჯიშკარიანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა