საჭადრაკო ოსკარის თერთმეტგზის მფლობელი კომპიუტერული მეთოდით ბრძენთა თამაშის ახლებურ სწავლებას გვთავაზობს 7-8 ან 8-9 წლის მოზარდებისთვის
უკვე გაუწყეთ, რომ ჭადრაკში მსოფლიოს მე-13 ჩემპიონმა გარი კასპაროსმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინთან ერთად ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ჭადრაკის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

საჭადრაკო ოსკარის თერთმეტგზის მფლობელი კომპიუტერული მეთოდით ბრძენთა თამაშის ახლებურ სწავლებას გვთავაზობს 7-8 ან 8-9 წლის მოზარდებისთვის.

გუშინ გარი კასპაროვმა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის საჭადრაკო კლუბ ნტნ-ში (პრეზიდენტი ნანა ალექსანდრია) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მესვეურებსა და მწვრთნელებს, სახელოვან დიდოსტატებს ჭადრაკის თამაშის სწავლების მისეული პროგრამის არსი გააცნო.

საპატიო სტუმარმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ევროპარალამენტში 369 დეპუტატი ხმას თუ მისცემს კასპაროვისეულ პროექტს - "ჭადრაკი სკოლაში", ეს იქნება სპორტის ამ სახეობის აღიარება და ბებერი კონტინენტის სკოლებში დაიწყება ჭადრაკის, როგორც სასწავლო საგნის კომპიუტერული სწავლება.

მსოფლიოს ჩემპიონის ინფორმაციით, კასპაროვსა და მის თანამოაზრეებს 238 ხმა უკვე მოუგროვებიათ. ახალი პროგრამის დანერგვას ახლა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ვარაუდობენ. ერთ-ერთი პირველი საქართველო იქნება და ეს არ არის შემთხვევითი.

- საქართველო საჭადრაკო ტრადიციების ქვეყანაა, სადაც სპორტის ამ სახეობის სიყვარული დღემდე არ განელებულა. საჭადრაკო ექსპერტები საკმარისზე მეტი გყავთ, სკოლების ტექნიკური აღჭურვილობაც ხელს გიწყობთ, რასაც მთავრობის კეთილი ნებაც ემატება.

დღეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ჭადრაკის შესასწავლად უამრავი პროგრამა მოქმედებს, მაგრამ მერწმუნეთ, კომპიუტერულს - "ჭადრაკი სკოლაში" ვერცერთი შეედრება: ეს არის ამ საქმეში ახალი ერა და უდიდესი პრაქტიკული ღირებულება ექნება არა მარტო ბრძენთა თამაშის პოპულარიზაციისთვის, არამედ განათლების სისტემაში სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლადაც, - აღნიშნა გარი კასპაროვმა.

- დროულ და ძალიან მნიშვნელოვან მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომლის თანახმადაც სექტემბრიდან საქართველოს სკოლებში ჭადრაკის კომპიუტერული სწავლების საპილოტე პროგრამა ამოქმედდება. ჩვენს ფედერაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ზღვა სამუშაო აქვს ჩასატარებელი, რათა ახალი სასწავლო წლისთვის ყველაფერი მოესწროს. საამისოდ არაფერს დავიშურებთ, - გვითხრა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა