აფრიკის ერთა თასი 2012

შაბათს სტარტი აიღო აფრიკის ერთა თასმა, რომელიც 28-ედ იმართება. ამჯერად, ტურნირს, რომელსაც რამდენიმე მოწინავე საფეხბურთო ქვეყანა დააკლდა, ერთდროულად ორ ქვეყანაში ტარდება, ეკვატორულ გვინეასა და გაბონში.

წინა ტურნირის (2010) ჩემპიონი ეგვიპტეა, რომელიც ახლა ფინალურ ეტაპზე ვერ მოხვდა. ამიტომ ყველა ვარიანტში აფრიკის კონტინენტი ახალ ჩემპიონს იხილავს. აქვე ვიტყვით იმ ქვეყნებს, რომლებიც წლევანდელ ერთა თასს დააკლდნენ: ალჟირი, ეგვიპტე, სამხრეთ აფრიკა, კამერუნი, ნიგერია...

გახსნის მატჩში ბატაში მასპინძელმა და აფრიკის ერთა თასის დებიუტანტმა ეკვატორულმა გვინეამ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა ლიბია - 1:0. გამარჯვების გოლი მატჩის ბოლოსკენ "ბეირა მარის" ფორვარდმა ხავიერ ბალბოამ გაიტანა. ლიბიის ნაკრები უკეთ კი თამაშობდა, მაგრამ ამან კონკრეტული შედეგი ვერ გამოიღო.

A ჯგუფის მეორე მატჩში ზამბიელებმა სიურპრიზი შემოგვთავაზეს, სენეგალს 2:1 მოუგეს. ანგარიში ემანუელ მაიუკამ ჩისამბა ლუნგუს პასით გახსნა. ლუნგუ ალბათ კარგად გახსოვთ - 2009/10 წლების სეზონში ლუნგუ ზუგდიდის "ბაიას" ფეხბურთელი იყო.

ზამბიელთა მეორე გოლი რაინფორდ კალაბამ გაიტანა, სენეგალელთა ერთადერთი გოლი მეორე ტაიმში "კოპენჰაგენის" ფორვარდმა დამე ნდოიემ გაიტანა. სხვათა შორის, ჩისამბა ლუნგუ ერთადერთი ჩვენებური არაა აფრიკის ერთა თასზე, გაბონის ნაკრებში თბილისის "დინამოს" ყოფილი გოლკიპერი დიდიე ოვონო თამაშობს.

A ჯგუფი

ეკვ. გვინეა-ლიბია 1:0

გოლი: ბალბოა (86)

სენეგალი-ზამბია 1:2

გოლები: 0:1 მაიუკა (12), 0:2 კალაბა (20), 1:2 ნდოიე (74)

B ჯგუფი

კოტ დივუარი-სუდანი 1:0

კოტ დივუარი (4-4-2): კოპა - ლოლო, ბამბა, კ. ტურე, ტიენე - კალუ (63. გრადელი), გოსო, ტიოტე (80. კ. კეიტა), ი. ტურე - დროგბა, ჟერვინიო (89. დუმბია).

გოლი: 1:0 დროგბა (39)

ბურკინა ფასო-ანგოლა 1:2

გოლები: 0:1 მატეუში (48), 1:1 ა. ტრაორე (57), 1:2 მანუჩო (68)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა