თბილისის "დინამოს" ესპანური შეკრების კატალონიური ნაწილი დასრულდა
თბილისის "დინამოს" ესპანური შეკრების კატალონიური ნაწილი დასრულდა. 10 ბარსელონური დღის განმავლობაში გუნდმა ორჯერად ვარჯიშებთან ერთად 3 ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა.

რამდენიმე ფეხბურთელმა პირველად მოირგო "დინამოს" მაისურა. მიმდინარეობს იმ საძირკვლის ჩაყრა, რომელმაც თავი სეზონის განახლებისას უნდა იჩინოს.

შეკრების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ გუნდის მთავარ მწვრთნელ ალექს გარსიას ვესაუბრეთ.

- ამ ეტაპისთვის დასახული მიზნები შევასრულეთ, ვითამაშეთ დაგეგმილი ამხანაგური შეხვედრებიც. კარგია, რომ ამინდმაც ხელი შეგვიწყო. ამით მზადების პირველი ფაზა დავასრულეთ.

დავიმატეთ ძალიან კარგი ფეხბურთელები, რომელთაც უცხოურ ლიგებში თამაშის გამოცდილება აქვთ. ეს ჩვენ ძალიან გვჭირდებოდა. ამხანაგურ თამაშებში მათ ნახეს, რა სისტემით ვთამაშობთ.

კონკრეტულად გერაუს რაც შეეხება, მას ქართველი გულშემატკივარი ნაკლებად იცნობს, ამიტომ გეტყვით, რომ იგი დაცვითი ფუნქციების ნახევარმცველია. ამ პოზიციაზე მხოლოდ კვეკვესკირი გვყავდა, ჩვენ კი გვსურდა, ყველა პოზიციაზე ორი მოთამაშე გვყოლოდა, რათა კონკურენციის ხარისხი გაზრდილიყო.

ვფიქრობ, ყველა რგოლში თანაბრად დაკომლექტებული და დაბალანსებული გუნდი გვყავს, სუსტი ადგილები შევსებულია. თუმცა, თუ ამა თუ იმ პოზიციაზე უფრო ძლიერი ფეხბურთელის მოყვანის შესაძლებლობა გაჩნდა, ამაზე უარს არ ვიტყვით.

ვცდილობთ, ახალწვეულებს ჩვენს სათამაშო სისტემაში ადგილი მივუჩინოთ. უკვე რეალურად გამოჩნდა ნახევარდაცვის და შეტევის გაძლიერების კონტურები.

მიუხედავად იმისა, რომ მარბელაში უფრო სერიოზული და მნიშვნელოვანი თამაშები გველის, შედეგს მაინც არ ექნება პრიორიტეტული მნიშვნელობა. კმაყოფილი ვარ ბიჭებით და მათი მონდომებით.

www.fcdinamo.ge

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა