ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

რაფაელის კვერი გვიან გამოცხვა

რაფაელის კვერი გვიან გამოცხვა

როგორც ყოველთვის, ყველაზე მეტი ტრანსფერი ფანჯრის დახურვის დღეს განხორციელდა - ასე იყო ესპანეთში, სადაც 31 აგვისტოს 30-მდე გარიგება გაფორმდა ოფიციალურად

როგორ ჩაუშალა პერესმა მოურინიოს სუპერტრანსფერი

როგორც ყოველთვის, ყველაზე მეტი ტრანსფერი ფანჯრის დახურვის დღეს განხორციელდა - ასე იყო ესპანეთში, სადაც 31 აგვისტოს 30-მდე გარიგება გაფორმდა ოფიციალურად (მათი ნაწილი ადრეც შემოგთავაზეთ, ამიტომ ცხრილში ყველა ტრანსფერი არ შეგვიტანია). როგორც წესი, ბოლო დღეს უფრო ორი სახის ტრანსფერები ხორციელდება: 1. კლუბი, რომელსაც გარკვეულ რგოლში პრობლემა ექმნება (ტრავმა, ან რომელიმე ფეხბურთელის წასვლა) საჩქაროდ ყიდულობს ბაზარზე შესაფერის ფეხბურთელს. 2. კლუბს სურს მოიშოროს ის ფეხბურთელები, რომელთაც სეზონში სათამაშო პრაქტიკა არ ექნებათ. მოგითხრობთ, ბოლო დღის სატრანსფერო ციებ-ცხელებაზე ესპანეთში: რა განხორციელდა და რა ჩაიშალა...

მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალში" იმაზე მეტი ნახევარმცველი დაგროვდა, ვიდრე ეს საჭიროა, თუნდაც გრანდში. ხორხე ვალდანომ განაცხადა კიდეც, რომ 1-2 უცხოელს "რეალიდან" წასვლა მოუწევდა. ასეც მოხდა, გუნდიდან ჰოლანდიელ ვინგერი როისტონ დრენტე და მისი თანამემამულე რაფაელ ვან დერ ვაარტი გაუშვეს. თუმცა მეორის ტრანსფერი კარგა ხანს ჰაერში იყო გამოკიდული. აი, როგორ განვითარდა მოვლენები ვან დერ ვაარტის შემთხვევაში: დღისით "რეალმა" და "ტოტენჰემმა" მოილაპარაკეს, რომ ჰოლანდიელი ლონდონში ერთწლიანი იჯარით გადავიდოდა. საღამოს 5 საათსა და 55 წუთზე ინგლისის დროით (ანუ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 5 წუთით ადრე) ესპანური კლუბის წარმომადგენელმა ინგლისელებს უთხრა, რომ ტრანსფერი აღარ შედგებოდა. კლუბის ბოსმა დენიელ ლევიმ იმ წამსვე ახალი ვარიანტი შესთავაზა ესპანელებს - 9,6 მილიონი ევრო ვან დერ ვაარტის სანაცვლოდ და არავითარი იჯარა! ესპანელებმა მიზანს მიაღწიეს, მათ ხომ სწორედ ეს სურდათ, მოკლედ, კარგი შანტაჟი გამოუვიდათ - წინადადებას დათანხმდნენ და იურიდიულადაც გააფორმეს, მაგრამ... ცხადია ეს 5 წუთში ვერ მოესწრებოდა და ტრანსფერს დაუგვიანდა. ახლა პრემიერლიგის ბოსების ხელში იყო ყველაფერი, დაამტკიცებდნენ თუ არა ტრანსფერს. უარის შემთხვევაში "რეალი" მაინც გაუშვებდა იჯარით ვან დერ ვაარტს, ოღონდ დანიურ "კოპენჰაგენში" (დანიაში იჯარით გადასვლაზე რამდენიმე გამონაკლისია და "სამეფო კლუბი" ამით ისარგებლებდა), რაც ვან დერ ვაარტის დონის ფეხბურთელისთვის გაციმბირების ტოლფასი იქნებოდა. კიდევ კარგი, პრემიერლიგის ბოსებმა გუშინ ვან დერ ვაარტის ალბიონური ტრანსფერი ოფიციალურად დაამტკიცეს.

მართალია, დრენტემაც გვარიანად აწვალა "რეალის" ხელმძღვანელობა, როცა გამზადებული კონტრაქტი ჩაუშალა ბოლო წამს "მონაკოსთან" და შემდეგ "ბაიერნის" დაინტერესებაზეც უარი თქვა, მაგრამ საბოლოოდ მისი მოცილება მაინც შეძლო: დრენტე ერთ სეზონს იჯარით გაატარებს ალიკანტეში და "ერკულესს" პრიმერაში დამკვიდრებაში დავიდ ტრეზეგესთან ერთად შეეცდება. დრენტე სამი წლის წინათ, 20 წლის ასაკში გადავიდა "სამეფო კლუბში", თუმცა სასტარტო შემადგენლობაში დამკვიდრება მაინცდამაინც ვერ შეძლო.

ერთი გამოუსედაგარი ფეხბურთელი "ბარსელონამაც" მოიცილა - ბელარუსი ალიაქსანდრ ჰლები იჯარით "ბირმინგემ სიტიში" გაუშვა. საიჯარო ხელშეკრულება ერთწლიანია. ჰლები ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ამ სეზონში "ბლაუგრანას" შემადგენლობა პერსპექტივა ნაღდად არ ჰქონდა.

ტრანსფერის სეზონის დახურვის დღეს ესპანეთში ყველა კანტაბრიულმა "სანტანდერმა" გაანცვიფრა, ბრემენის "ვერდერიდან" შვედეთის ნაკრების ფორვარდი მარკუს როზენბერგი ითხოვა. სანამ ესპანეთში გადმოვიდოდა, როზენბერგმა "ვერდერთან" ერთი წლით გაახანგრძლივა ხელშეკრულება, ხუთ წუთში კი მას მეორე კონტრაქტი მიტანეს, რომლის წყალობითაც ის "ელ სარდინეროზე" ითამაშებს. მან ბურუნდელი მოჰამედ ტჩიტე უნდა შეცვალოს, რომელიც 31 აგვისტოს "რასინგმა" 2 მილიონ დოლარად გაყიდა ბელგიურ "სტანდარდში". ტჩიტემ პირველ ტურში თამაში მოასწრო, გახსოვთ, ალბათ, მას პენალტი ვიქტორ ვალდესმა აუღო. მოჰამედი, რომელმაც სამ სეზონში 24 გოლი გაიტანა სანტანდერში საოცარი კოსმოპოლიტია: ის ბურუნდის დედაქალაქ ბუჟუმბურაში დაიბადა, თუმცა მისი მშობლები ემიგრანტები იყვნენ, მამა რუანდელი, დედა კონგოელი, თავად კი ბელგიის მოქალაქეა.

"ვალენსია" დაცვაში მომაგრდა, ტრანსფერი 31-ში გაფორმდა, თუმცა ორი დღით ადრე იყო გადაწყვეტილი - "ღამურებმა" იტალიური "სამპდორიადან" ლიტველი მცველი მარიუს სტანკევიჩიუსი ითხოვეს. სტანკევიჩიუსმა ბოლო სეზონის მეორე ნახევარი ესპანეთში გაატარა, მაშინ გენუელებმა ბალტიელი იჯარით "სევილიას" დაუთმეს. სტანკევიჩიუსმა თავი კარგად წარმოაჩინა და თავადაც ისურვა კარიერის ლა ლიგაში გაგრძელება. ლიტველმა "ვალენსია" ჩემპიონთა ლიგაში თამაშის პერსპექტივის გამო არჩია, სეზონის ბოლოს "ღამურებს" მისი გამოსყიდვის უფლებაც აქვთ.

"მალაგამ" ნორვეგიული "როსენბორგის" მცველი კრის სტადსგაარდი თავისუფალი აგენტის სტატუსით შეიძინა. 25 წლის დანიელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და 3 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც ავტომატურად გაგრძელდება ერთი წლით, თუკი სტადსგაარდი მესამე წელს "მალაგაში" 20 თამაშს ჩაატარებს. "ლევანტემ" ეკვადორელი ფორვარდი ფელიპე კაისედო გაიფორმა, რომელიც "მანჩესტერ სიტის" საკუთრებაა. 21 წლის კაისედო ვალენსიაში იჯარით ითამაშებს.

დაბოლოს "ესპანიოლმა" "ბოლონიას" 5 მილიონი ევრო გადაუხადა არგენტინელ პაბლო დანიელ ოსვალდოს სანაცვლოდ. ოსვალდომ პირველ ტურში დუბლით გამოიჩინა თავი და გასულ სეზონშიც "ესპანიოლში" თამაშობდა, ოღონდ იჯარით, ახლა კი ფორვარდი სრულფასოვანი ბარსელონელია.

ახლა იმ შესაძლო ტრანსფერებზეც ვთქვათ ბოლო წუთს რომ ჩაიშალა: ჟოზე მოურინიო 31 აგვისტოს შეეცადა ყოფილი კლუბიდან სამუელ ეტოო გადმოეყვანა, იტალიური კლუბი თანახმა იყო ტრანსფერზე, მაგრამ პორტუგალიელს უარი ფლორენტინო პერესმა უთხრა, გუნდში ბენზემა და იგუაინი გყავს და მეტზე ფულს არ დავხარჯავო.

"ესპანიოლის" გოლკიპერ კარლოს კამენის გუნდიდან წასვლა სურდა, მაგრამ მისი ტრანსფერი "გალათასარაიში" ვერ შედგა. კატალონიელებს თურქთა შეთავაზებული ფასი არ მოეწონათ. "გალათასარაიმ" "ატლეტიკოს" უარი უთხრა 11 მილიონ ევროდ მიეყიდა კაპიტანი არდა თურანი.

ტრანსფერები ესპანეთში

31 აგვისტო

ფეხბურთელი საიდან სად თანხა

მანუელ რუსი ერკულესი ხიმნასტიკი თავ. აგენტი

მიგელ ლოპესი (პორ) პორტუ ბეტისი იჯარა

ალჰასან კეიტა (გვი) მალიორკა ვალიადოლიდი იჯარა

მარკუს როზენბერგი (შვე) ვერდერი რასინგი იჯარა

მოჰამედ ტჩიტე (ბურ) რასინგი სტანდარდი 1,7 მლნ ევრო

ფრანსისკო პავონი სარაგოსა არლი თავ. აგენტი

ჯერმეინ პენანტი (ინგ) სარაგოსა სტოკ სიტი იჯარა

ნიკი ნილსენი (დან) ნორდსიელანდი ვილიარეალი თავ. აგენტი

ფელიპე კაისედო (ეკვ) სიტი ლევანტე იჯარა

ელდინ ჰაჯიჩი (ბოს) ერკულესი ეიბარი იჯარა

პაბლო ოსვალდო (იტ-არ) ბოლონია ესპანიოლი 5 მლნ. ევრო

როისტონ დრენტე (ჰოლ) რეალი ერკულესი იჯარა

რაფ. ვან დერ ვაარტი (ჰოლ) რეალი ტოტენჰემი 9,7 მლნ ევრო

დავიდ გონსალესი მალაგა კადისი იჯარა

ალბერტო ბუენო ვალიადოლიდი დერბი იჯარა

კრის სტადსგაარდი (დან) როსენბორგი მალაგა თავ. აგენტი

მარ. სტანკევიჩიუსი (ლიტ) სამპდორია ვალენსია იჯარა

ალიაქსანდრ ჰლები (ბელ) ბარსელონა ბირმინგემი იჯარა

რაულ გონი სარაგოსა რეალი იჯარა

იონ ეჩაიდე ოსასუნა უესკა იჯარა

ფოტო: პაბლო ოსვალდო კონტრაქტს აწერს ხელს

კონტრაქტს აღარ გააგრძელებს - კურტუა "რეალიდან" მალე წავა

"თუ ის წავა, "ბარსელონაში" დავბრუნდები" - მესის კატალონიური გრანდის მაისურით კვლავ ვიხილავთ?

[PHOTO] ლაპორტა: ვარ მიმზიდველი და ფულს ვნებიანი სექსი მირჩევნია

"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია

ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში

ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა

[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა

მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

საქართველო 3:2 ყირგიზეთი

გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა

39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა

"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა

"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია

"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს

რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს

გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე

[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა

ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს

საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?

ხვიჩა შეცვლაზე და პსჟ-ს საბრძოლო ფრე "სტრასბურგთან"

კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს