ლანჩხუთელებმა სეზონის განახლებისთვის მზადების პროცესში ფოთის "კოლხეთსა" და ზუგდიდის "ბაიას" მოუგეს
ლანჩხუთის "გურია" სეზონის განახლებისთვის მზადებას ლანჩხუთში განაგრძობს, მაგრამ თოვლმა ვარჯიში შეუძლებელი გახადა და წვრთნა რამდენიმე დღით შეაჩერა. თუმცა გიგლა იმნაძის შეგირდებს დრო უქმად არ დაუკარგავთ - სამ დღეში ორი საკონტროლო მატჩი გამართეს.

ჯერ გრიგოლეთში ფოთის "კოლხეთს" ეპაექრნენ და მეზობლები ტარიელ კუკულაძისა და ახალწვეულ ლაშა ჯანგიძის გოლებით 2:0 დაამარცხეს, შაბათს კი "გურია" ზუგდიდში "ბაიას" ესტუმრა და ამჯერადაც მოიგო - 2:1 (გოლები: გიგა კვერენჩხილაძე, რევაზ კუკულაძე).

ლანჩხუთელებს სამი მოგებული ტესტ-მატჩი დაუგროვდათ - პირველში ოზურგეთის "მერცხალი" 4:1 დაამარცხეს.

როგორც გიგლა იმნაძემ გვითხრა, კლუბში სასელექციო სამუშაოები მიმდინარეობს და სწორედ საკონტროლო მატჩების შემდეგ შეარჩევენ იმ ბირთვს, რომლითაც "გურია" პირველ ლიგის გათამაშებას დაასრულებს და ასევე იასპარეზებს საუმაღლესლიგო პლეი ოფში, სადაც თამაშის უფლება კლუბმა ვადამდე გაინაღდა. თუმცა რამდენიმე გამოცდილი მობურთალის დამატებასაც აპირებენ, მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ჯერ გასარკვევია, ვისით გაძლიერდება "გურია".

ამ ეტაპზე ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ ლანჩხუთელთა ღირსებას დაიცავს არდალიონ მიქაბერიძე. "გურიას" მეკარის პრობლემა ჰქონდა და ამიტომ მოლაპარაკებას რამდენიმე მეკარესთან აწარმოებდა - საბოლოოდ, როგორც ჩანს, გურულებმა არჩევანი "ვიტ ჯორჯიას" ყოფილ კიპერზე გააკეთეს.

მომდევნო საკონტროლო შეხვედრას "გურია" 25 იანვარს გრიგოლეთში გამართავს ბათუმის "დინამოსთან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა